მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა - რა პერსპექტივა აქვს პროექტს?

წინასაარჩევნოდ კიდევ ერთი პროექტის დაანონსება მოხდება - საუბარია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე, რომელიც 12 წლის წინ დაანონსდა. ყულევის თიზ-ში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება, შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ კი პროექტის რიგით მესამე ინვესტორია, რომელმაც ადგილზე 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში შპს „ბლექ სი პეტროლიუმ“-ს დაგეგმილი საქმიანობები ითვალისწინებს ქარხნის ტერიტორიაზე ნედლი ნავთობის სარკინიგზო ხაზით შემოტანას, დასაწყობებას და გადამუშავებას. პროექტით გათვალისწინებულია ნედლი ნავთობის გადამუშავება, ქარხნის წარმადობა პირველ ეტაპზე შეადგენს მილიონ 121 ათას ტონას წელიწადში, რისთვისაც მოეწყობა 89000 კუბურ მეტრიანი სარეზერვუარო პარკი. ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაყოფილია 6 ფაზად. პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება ქარხნის ძირითადი ინფრასტრუქტურა და გაეშვება ექსპლუატაციაში. შემდეგ ფაზებზე ეტაპობრივად დაემატება რკინიგზის მეორე ესტაკადა, რეზერვუარები და სხვა საწარმო ობიექტები. რას მოუტანს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ქვეყანას, რა შესაძლებლობები და რისკები არსებობს პროცესში?

სტუმარი: არჩილ მამათელაშვილი - ენერგეტიკოსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები