ყვარლის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა.
სტიქიის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას ადგილობრივები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.
მოსახლეობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განადგურებულია განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც.
როგორც BM.GE-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ძლიერი სეტყვა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა რამდენი სოფელი დაზარალდა ამ დროისთვის ამის თქმა უჭირთ. მერიის წარმომადგენლები სტიქიის ზონისკენ მიემართებიან.