საქართველომ მიმდინარე წლის 10 თვეში $15.1 მლნ-ის ღირებულების 2 175 ტონა ყვავილი შეიძინა. შედარებისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანას $9 მლნ-ის 1 571 ტონა ყვავილი ჰქონდა იმპორტირებული. მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წელს, 10 თვეში ყვავილების იმპორტი თანხობრივად დაახლოებით 67%-ით არის გაზრდილი.
ყვავილების მთავარი საიმპორტო ბაზრები შემდეგია (2025/10 თვე):
• ეკვადორი - $5.8 მლნ; 672 ტონა;
• სომხეთი - $4 მლნ; 810 ტონა;
• ნიდერლანდები - $2.3 მლნ; 142 ტონა;
• კენია - $1.3 მლნ; 136 ტონა;
• თურქეთი - $1 მლნ; 367 ტონა;
• ეთიოპია - $304 ათასი; 29 ტონა;
• ირანი - $31 ათასი; 6 ტონა;
• აზერბაიჯანი - $22 ათასი; 1 ტონა;
• ბულგარეთი - $21 ათასი; 4 ტონა;
• ინდოეთი - $19 ათასი; 1 ტონა.
რაც შეეხება ექსპორტს, მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით, მცირე ზრდას აჩვენებს. კერძოდ, საქართველომ 10 თვეში $48 ათასის ღირებულების 32 ტონა ყვავილები ექსპორტზე გაიტანა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი $35 ათასს და 20 ტონას შეადგენდა. მონაცემებით ვიგებთ, რომ ქვეყანას ამ პროდუქტის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 37.1%-ით გაეზარდა.
საქართველომ ყვავილები მხოლოდ სამ ბაზარზე გაყიდა. ლიდერი უკრაინაა - ამ ქვეყანაში ექსპორტირებული იყო $44 ათასის 30 ტონა ყვავილი. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, სადაც 50 კილოგრამი ყვავილის გატანით ქვეყანამ $3 ათასის შემოსავალი მიიღო. მესამე ადგილს სომხეთი იკავებს - $0.2 ათასით (1 ტონა).




























