უახლესი მონაცემებით, ვიდეოთამაშები $185-მილიარდიანი ინდუსტრიაა, ანუ ის უფრო დიდია, ვიდრე კინოინდუსტრია და მუსიკალური ინდუსტრია ერთად. ვიდეოთამაშებიდან მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი კონსოლებზე მოდის, სადაც არაერთ ცნობილ სახელს ვხვდებით, მათ შორისაა PlayStation, Xbox და Nintendo, რომელთაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავთ.
რა ხანია, რაც ვიდეოთამაშები ფუფუნების საგნად აღარ ითვლება, პირიქით — ახალგაზრდა ადამიანების განვითარებაზე ვიდეოთამაშების გავლენა დღეს უკვე დადასტურებული ფაქტია, რის გამოც Minecraft-ის, Civilization-ის და სხვა ფრენჩაიზის თამაშებს არაერთ საკლასო ოთახში ვხვდებით.
ყველაფერი ეს კი შორეულ 1972 წელს დაიწყო, როცა ბაზარზე პირველი კომერციულად ხელმისაწვდომი სათამაშო კონსოლი — Magnavox Odyssey გამოვიდა. პერიოდის გათვალისწინებით, ამ სათამაშო კონსოლს არც ხმა ჰქონდა და არც განსაკუთრებული გრაფიკული მონაცემები, მაგრამ ის ტელევიზორში ერთდებოდა და იმ დროს ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი იყო.
მას შემდეგ, ვიდეოთამაშების ინდუსტრია კარდინალურად შეიცვალა და ბაზარზე არაერთი ცნობილი კომპანია გამოჩნდა, მათ შორის Atari, Nintendo, Xbox-ი და Sony. პარალელურად, იცვლებოდა თავად კონსოლები: კარტრიჯები დისკებით შეიცვალა, დისკები – ციფრული თამაშებით, კონტროლერებში მოძრაობის სენსორები გამოჩნდა, თამაშებში კი — გაფართოებული რეალობა.
გთავაზობთ, საკულტო კონსოლებს, რომლებმაც განსაზღვრეს ეპოქები, შექმნეს დაუწერელი კანონები და ვიდეოთამაშების ინდუსტრია მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ და ფინანსურ სუპერძალად აქციეს.
1 — PlayStation 2
კომპანია: Sony
გამოსვლის თარიღი: 4 მარტი, 2000
გაყიდული: 160 მლნ
2 — Nintendo Switch
კომპანია: Nintendo
გამოსვლის თარიღი: 3 მარტი, 2017
გაყიდული: 152.1 მლნ
3 — PlayStation 4
კომპანია: Sony
გამოსვლის თარიღი: 15 ნოემბერი, 2013
გაყიდული: 117 მლნ
4 — PlayStation 1
კომპანია: Sony
გამოსვლის თარიღი: 3 დეკემბერი, 1994
გაყიდული: 102.4 მლნ
5 — Wii
კომპანია: Nintendo
გამოსვლის თარიღი: 19 ნოემბერი, 2006
გაყიდული: 101.6 მლნ




























