მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყველა გაღიზიანებული ვართ, გადაადგილება გვიჭირს, თუმცა, ამის დამსახურებაა, რომ ათასობით დაინფიცირებული არ გვყავს"

5ea15b8c31e78
ინგა მურუსიძე
23.04.20 13:13
809
მესმის, რომ ყველა გაღიზიანებული ვართ, გადაადგილება გვიჭირს, თუმცა ამის დამსახურებაა, რომ რამდენიმე ათასი დაინფიცირებული არ გვყავს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გვყავს 107 გამოჯანმრთელებული, 416 დადასტურებული შემთხვევა და 5 გარდაცვლილი. დინამიკაში იქნება ისეთი ტალღებიც, როცა გამოჯანმრთელებულების რიცხვი იქნება მეტი, ვიდრე დაინფიცირებულების, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. ის, რომ რამდენიმე დღის წინ დაინფიცირებულების რიცხვი აღემატებოდა 40-ს და დღეს არ აღემატება 10-ს, არაფერს ნიშნავს, ვინაიდან ამ ვირუსს ასეთი რამ ახასიათებს და ეს არ ნიშნავს, რომ პიკი არის გადავლილი. ღონისძებები, რომელიც გატარებული იყო სახელმწიფოს და მთავრობის გუნდის მხრიდან, იყო ძალიან ეფექტური. ამის გამო შევძელით, რომ ვმართავთ ვირუსის პიკურ ფაზას ისე, რომ არ გვყავს ათასობით დაინფიცირებული პაციენტი. მე მესმის, ყველა ძალიან გაღიაზიანებული ვართ, დღესდღეობით გვიჭირს გადაადგილება, მაგრამ ყველა ღონისძიება არის ის ინსტრუმენტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დღესდღეობით არ გვყავს 2, ან 3 ათასი ინფიცირებული პაციენტი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები