მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა ხელისუფლება ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს"- ცეზარ ჩოჩელი

ცეზარ ჩოჩელი

„ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელ ცეზარ ჩოჩელის შეფასებით, ყველა ხელისუფლება ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ მმართველი პარტიის მიერ 29 აპრილს გამართული ე.წ. სახალხო ყრილობის კომენტირებისას განაცხადა. „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი მმართველ პარტიას მოუწოდებს, „რუსული კანონი“ ისევ უკან გაიწვიოს, როგორც - შარშან.

ბიზნესმენმა „ქართული ოცნების“ აქცია, სადაც ბიძინა ივანიშვილიც გამოვიდა სიტყვით, 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას შეადარა.

- ყველა ხელისუფლება უშვებს ერთსა და იმავე შეცდომას. ანალოგიური შეცდომა იყო, 2012 წელს, როდესაც ეროვნული სტადიონის გადავსება მოიწადინეს. ადამიანები, როდესაც თავისი სურვილით არ გამოდიან და ხელისუფლებას მცხეთიდან, გურჯაანიდან, ყაზბეგიდან, ჩხოროწყუდან ავტობუსებით ჩამოჰყავს ხალხი და დისკომფორტს უქმნის იმისთვის, რომ ტაში დაუკრან, მაშინ როცა 1.5-მილიონიანი დედაქალაქი გაქვს და 100 000 კაცი არ გამოდის, დასრულებულია ყველაფერი. ანალოგიურია დღესაც...

- ახლა მოქმედი ხელისუფლება სრულდება?

- ყოველ შემთხვევაში, ეს პროცესი თუ თვითონ არ შეაჩერეს, დასასრულის დასაწყისია. ეს არის პროცესი, რომელიც ყოველთვის ხალხის გამარჯვებით დასრულდება. ხალხს უნდა ევროპაში ცხოვრება. ჩვენ კანონებს უნდა ვიღებდეთ იმისთვის, რომ მოქალაქეების ცხოვრებას და უფრო კომფორტულს ვხდიდეთ და არა იმისთვის, რომ პროტესტს ვიწვევდეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები