მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველა კვერცხი ერთ კალათაში არ უნდა ჩავალაგოთ“ - ჯონ ვუდერმანი ქართული ღვინის ექსპორტზე

623d78a7200a9
მარიამ იზორია
25.03.22 14:22
1051

რუსეთ-უკრაინის ომმა ქართული პროდუქტის ექსპორტიორების დღის წესრიგში ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დააყენა.

ღვინის კომპანიის „ხოხბის ცრემლების“ დამფუძნებელი ჯონ ვუდერმანი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ კომპანიას რუსეთის ბაზარზე მუშაობის გამოცდილება აქვს, თუმცა რუსეთის, როგორც საექსპორტო პარტნიორის იმედი, არასდროს ჰქონიათ.


მისივე თქმით, ქართულმა ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ისეთი პარტნიორები უნდა შეარჩიონ, რომლებიც ქვეყნის მიმართ კეთილად არიან განწყობილები. ამასთან, აღნიშნავს იმასაც, რომ  ქართულ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე აქვს პოტენციალი იმისა, რომ მაღალი ხარისხისა და სეგმენტის პროდუქტის თაროზე ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს.

 

„ჩვენი მარნის სტრატეგია რუსეთის ბაზარზე არასდროს იყო აშენებული. ძველი ინგლისური გამოთქმაა - ყველა კვერცხი ერთ კალათაში არ უნდა ჩაალაგო. ექსპორტს 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის იაპონიაში, დანიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში ვახორციელებთ, რუსეთშიც გვქონია ექსპორტი, თუმცა არასდროს მქონია იმის სურვილი, რომ ღვინო მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბაზარზე ყოფილიყო დამოკიდებული.


ჩემს კოლეგებს ვურჩევ, რომ ღვინის ბაზრები და მეგობრები ნდობაზე დაყრდნობით შევარჩიოთ. ეკონომიკური ურთიერთობა კულტურული ურთიერთობაა, ამიტომ ისეთი პარტნიორები უნდა მოვიძიოთ, რომლებიც კეთილი თვალით გვიყურებენ.


საქართველოს უნიკალური ჯიშები, მიწები და ტრადიციები აქვს, ამიტომ მსოფლიო ბაზარზე ძვირფასი, მაღალი ღირებულების სეგმენტი უნდა დავიკავოთ. მსოფლიოში ქართულ ღვინოს საკმაოდ კარგი რეპუტაცია აქვს, ეს უნდა გამოვიყენოთ და საერთაშორისო ტრენდებს კი არ უნდა მივყვეთ, არამედ ჩვენი უნიკალურობა შევინარჩუნოთ.


რაც შეეხება სახელმწიფოს ხელშეწყობას, ღვინის ეროვნული სააგენტო საკმაოდ კარგ ნაბიჯებს დგამს, თუმცა საბოლოოდ, ჩვენ ჩვენი მარჯვენის იმედზე ვართ და არა სახელმწოფოსი“ - განმარტავს ვუდერმანი.

 

 

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები