მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა მინისტრს და მერს ვაზილ ჰუდაკისნაირი ავტორიტეტული მრჩეველი უნდა ჰყავდეს - ჭყონია

60954b6ea5d3c
ვიქტორია მღებრიშვილი
07.05.21 18:45
2639
„ყველა მინისტრს და გამგებელს ასეთი ავტორიტეტული მრჩეველი უნდა ჰყავდეს“ - ასე შეაფასა გადაცემა „ანალიტიკაში“ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით პრემიერის მრჩევლად ვაზილ ჰუდაკის დანიშვნა.

მისი თქმით, ის საკმაოდ გამოცდილი პიროვნებაა და საქართველოს ფინანსური რესურსების მოზიდვაში დაეხმარება.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, რომ მსოფლიოში არსებობს უამრავი თანხა, რომლის მოძიებაც ისეთ პროფესიონალებზეა დამოკიდებული, როგორიც ვაზილ ჰუდაკია. ჩვენი არსებული სახსრები ქვეყნის განვითარებისთვის საკმარისი არ არის. ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზეც, რომ უცხოელები უნდა მოგვეწვია ან ქართველი პროფესიონალები უნდა ჩამოგვეყვანა... სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - როგორც ქართველები ვიტყვით. საუცხოო უცხოელი მოვიწვიეთ და საუცხოო თემა კეთდება“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ ვაზილ ჰუდაკმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას იმ მიმართულებების დეკლარირება მოახდინა, რომელიც პრიორიტეტულია და რა მიმართულებითაც  საქართველოს განვითარება ესაჭიროება. ბიზნესმენი ამბობს, რომ ქვეყანაში ევროპული მართვის სტილი უფრო მეტად უნდა შემოვიდეს, რათა საკითხები მალე გადაიჭრას.

„ასეთივე მრჩევლები უნდა ჰყავდეს, ყველა სამინისტროს, ყველა მერსა და გამგებელს, რადგან თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირში, ამისთვის მართვის სტილის უნდა შევცვალოთ. მარტო რეკომენდაციები არაფერია, რომლებსაც ევროკავშირიდან ვიღებთ, ვკითხულობთ და მერე გვერდზე ვდებთ. ასეთი მრჩეველები უნდა ჰყავდეთ ნებისმიერ დაბაში, ქალაქსა თუ მერიაში. ამის მოძიება რთული არ იქნება. საქართველოს სჭირდება ევროპული სტილის შეხედულებები და მართვა, განწყობა, თავდაჯერებულობა და თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღებაში, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ჩვენ გადაწყვეტილებას ვერ ვღებულობთ იმ მიზეზით, რომ ვინმეს არ ვაწყენინოთ ან ვინმემ ცუდად არ გაიგოს. ასეთი ავტორიტეტული მრჩეველები თუ გვეყოლება ყველა მიმართულებით, მაშინ ჩვენი ქვეყნის ნდობაც და მთავრობის მიმართ გაიზრდება“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები