მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყველა მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მულტიფუნქციური სპორტული ცენტრებით” - ირაკლი კობახიძე

ირაკლი

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე, დეპუტატების შესაბამის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მმართველი პარტიისათვის მომავალი 4 წლის განმავლობაში, სპორტის მიმართულება იქნება პრიორიტეტი.

“სპორტის განვითარება იქნება განსაკუთრებული პრიორიტეტი. როგორც მასობრივი, ისე მაღალი მიღწევების სპორტის განსავითარებლად ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. დაიწყება მუშაობა საარჩევნო პროგრამაზე და, შემდეგი 4 წლისთვის, უნდა გავწეროთ ძალიან კონკრეტული გეგმა.

ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ ყველა მუნიციპალიტეტი, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფილი იყოს მულტიფუნქციური სპორტული ცენტრებით, კომპლექსებით, საცურაო აუზებით და ყველა შესაბამისი ატრიბუტით. ამას დასჭირდება კონკრეტულად გაწერილი გეგმა, რომელზეც ვიმუშავებთ შესაბამის დარგობრივ მინისტრებთან ერთად”, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები