"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში, 70%-ზე მაღალი შედეგი ფიქსირდება „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. მან ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მოხარული ვართ, რომ არჩევნები ტარდება მშვიდ ვითარებაში, ამომრჩეველს აქვს საშუალება, მშვიდად, ყოველგვარი სახის ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში გააკეთოს არჩევანი. ჩვენი საარჩევნო შტაბების მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში. მეტიც, ჩვენი შტაბების მონაცემებით, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ფიქსირდება, 70%-ზე მაღალი შედეგი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ხალხის ესოდენ მაღალ ნდობას ძალიან ვაფასებთ და კიდევ ერთხელ ვიძლევით პირობას, ამ ნდობის გასამართლებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ“,- ამბობს კობახიძე.




























