მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა პოლიტიკურ ლიდერს მოგმართავთ, მოუსმინოთ რის გაკეთებას გთხოვთ საქართველოს მოსახლეობა - პაველ ჰერჩინსკი

645a9cf28e2e1
ალა ისპირიანი
09.05.23 22:20
658
ყველა პოლიტიკურ ლიდერს მოგმართავთ, გააკეთოთ პაუზა და მოუსმინოთ, თუ რის გაკეთებას გთხოვთ საქართველოს მოსახლეობა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა ერთიანობა, შრომა და ბევრი კომპრომისი, რაც არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია.

"საქართველო არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც ამჟამად და ევროკავშირის არასოდეს არ ყოფილა ასე ფართოდ ღია საქართველოსთვის, როგორც ახლა. ჩვენ მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია გვაკავშირებს. ევროკავშირს საქართველოსთან ყოვლისმომცველი ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მოგზაურობენ. ევროკავშირი არის საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და საქართველოსთვის გაწეული ყოველწლიური ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა 100 მილიონ ევროს აღემატება.

მაგრამ გასული წლის ივნისიდან ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავიდა. საქართველო ახლა ევროკავშირის გაფართოების პროცესში შესული ქვეყანაა, რომელმაც აიღო ვალდებულება შეესაბამებოდეს ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს იმისთვის, რომ ევროკავშირის მომავალი წევრის ადგილი დაიმკვიდროს.

ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერ პოლიტიკურ ნებას და წევრობის კრიტერიუმების შესრულების ურყევ ერთგულებას მოითხოვს. ამისთვის საჭიროა ერთიანობა, შრომა და ასევე ბევრი კომპრომისი. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ეს შესაძლებელია. ამ საოცარ დროს საქართველოსთვის, ეს ასევე უმნიშვნელოვანესია. ყველა პოლიტიკურ ლიდერს მოგმართავთ გააკეთოთ პაუზა და მოუსმინოთ თუ რის გაკეთებას გთხოვთ საქართველოს მოსახლეობა. საქართველომ ეს უნიკალური შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს”, - განაცხადა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები