მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა პოზიციაზე კადრების დეფიციტია, დაწყებული დიასახლისიდან დასრულებული შეფ-მზარეულებით - რესტორატორი

642021809d260
მარიამ იზორია
26.03.23 20:31
928
რესტორატორები აღნიშნავენ, რომ პოსტპანდემიური პერიოდის შემდგომ, სარესტორნო სექტორმა კადრების კუთხით ძალების აღდგენა ვერ შეძლო. ამას ადასტურებს რესტორანი სოფიკოს დამფუძნებელიც.

როგორც ირაკლი კახიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, სექტორში ხელფასები დაახლოებით 50%-ით გაიზარდა, თუმცა ამან სიტუაცია ვერ გამოასწორა.

მისივე განმარტებით, სარესტორნო სექტორში დასაქმება სამწუხაროდ დღეს ადამიანებისთვის ბოლო გამოსავალია და სანამ ეს მიდგომა არ შეიცვლება, ბაზარზე მდგომარეობა არ გამოსწორდება.

„მხოლოდ ანაზღაურება არ არის მიზეზი, აქ მთავარი პრობლემაა, ზოგადად სფეროს მიმართ არის უნდობლობა. სასწავლებლები ვერაფერს გამოასწორებენ თუ არ იქნება სფეროს მიმართ ინტერესი. კადრი მართლა დაინტერესებული უნდა იყოს ამ სფეროში დასაქმებით და განვითარებით და მხოლოდ მაშინ გამოვა რაღაც“ - ამბობს „სოფიკოს“ დამფუძნებელი.

შეავსებს თუ არა ბიზნესი კადრების დანაკლისს უცხოეთიდან შემოსული მუშახელით, სოფიკოს დამფუძნებელი ფიქრობს, რომ არა, რადგან საქართველოს სახელფასო პოლიტიკა მათ დაინტერესებას ვერ შეძლებს.

„საქართველოში საკმაოდ დაბალი ხელფასებია და არ წარმომიდგენია სხვა ქვეყანაში ჩვენზე დაბალი ანაზღაურება არსებობდეს, ამასთან პროფესიონალი კადრები ყავდეთ და შეგვეძლოს უკეთესი შეთავაზებებიდან გამომდინარე საქართველოში მათი შემოყვანა.

საქართველოში ეს ბიზნესი ძალიან წვალობს, ყველა პოზიციაზე კადრების დეფიციტია, დაწყებული დიასახლისიდან დასრულებული შეფ-მზარეულებით“ - განმარტავს ირაკლი კახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები