მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა პრობლემას კომპანიის დეცენტრალიზაციის შედეგად შექმნილი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრები გადაჭრის" - GWP

ჯივიპი

22 ნოემბერს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" თბილისში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, პირველი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრი გახსნა.

"ჯივიპის" გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანიაში ჩატარებულმა სიღრმისეულმა აუდიტმა საოპერაციო მიმართულებით მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა, რომელსაც "ჯივიპი" კომპანიის დეცენტრალიზაციის შედეგად შექმნილი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრები გადაჭრის.

,,კომპანიაში ჩატარებულმა სიღრმისეულმა აუდიტმა საოპერაციო მიმართულებით მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა, რაც გულისხმობს - ავარიის მართვის რთულ პროცესს, მრავალსაფეხურიან ბიუროკრატიას, ავარიების მოგვარებისთვის არასაკმარის ტექნიკურ და ადამიანურ რესურსს, ქსელების პრევენციული მონიტორინგის სისტემის გაუმართაობას. ყველა ამ პრობლემას გადაჭრის კომპანიის დეცენტრალიზაციის შედეგად შექმნილი მულტიფუნქციური საოპერაციო ცენტრები, სადაც გადაწყვეტილებების მიღება და აღსრულება მოხდება ადგილზე. ცენტრები აღიჭურვება შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსით. გამარტივდება საოპერაციო პროცესები და შემცირდება ავარიებზე რეაგირების დრო, რაც ევროპულ სტანდარტებთან დაგვაახლოებს,” - განაცხადა ხოსე მიგელ სანტოსმა.

საოპერაციო ცენტრი "ჯივიპის" ახალი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს წყალმომარაგების სერვისი თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობისთვის. შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსით აღჭურვილი თითოეული საოპერაციო ცენტრი, კონკრეტული უბნების წყალმომარაგებაზე იქნება პასუხისმგებელი, რაც გაამარტივებს საოპერაციო პროცესებს და შეამცირებს რეაგირების დროს.

ცნობისთვის: საოპერაციო ცენტრი ჯივიპის ახალი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს წყალმომარაგების სერვისი თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობისთვის. შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსით აღჭურვილი თითოეული საოპერაციო ცენტრი, კონკრეტული უბნების წყალმომარაგებაზე იქნება პასუხისმგებელი, რაც გაამარტივებს საოპერაციო პროცესებს და შეამცირებს რეაგირების დროს.

ამასთან, ჯივიპის თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე ჯამში 4 ძირითადი და ორი დაქვემდებარებული საოპერაციო ცენტრის გახსნა აქვს დაგეგმილი. საოპერაციო ცენტრები განთავსდება სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე; გლდანის რაიონში, ფეიქრების ქუჩაზე; ტაბახმელაში, ქალაქ რუსთავსა და ქალაქ მცხეთაში. ახალ საოპერაციო ცენტრებს 42 საავარიო და 25 პრევენციული მონიტორინგის ჯგუფი მოემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები