მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა ქმედება, რომელსაც პარლამენტი და მთავრობა ახორციელებს, კონსტიტუციურია - ლადო კახაძე

ლადო კახაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე ირწმუნება, რომ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო აღიარების პრობლემა არ ექნება. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც დღეს, მე-11 მოწვევის პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას გეგმავს.

"ყველა ქმედება, რომელსაც პარლამენტი, მთავრობა ახორციელებს არის კონსტიტუციური, ლეგიტიმური. ლეგიტიმაციას იძლევა ის 1 120 000 ადამიანი, რომელიც ჩვენ გვენდობა და ჩვენთან ერთად იღწვის ქვეყნის საუკეთესო ფორმის მოსაძებნად",- თქვა ლადო კახაძემ.

BMG-ის კითხვაზე, რა რეფორმების და ხედვის გამო უჭერს მხარს მთავრობას, ლადო კახაძემ აღნიშნა, რომ ესაა ეკონომიკური კეთილდღეობა და სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის გამოსწორება.

"პირველი, ეს არის ქვეყნის სამოქმედო გეგმა, რომელიც მთლიანად იზიარებს გამოვლილ ცხოვრებას, ირჩევს საუკეთესო ვარიანტებს. ჩვენ ხომ ყველაფერი ვერ გავაკეთე, არის რაღაცები, რომელიც უნდა მოდერნიზებულად, სხვანაირად, რომელიც აღიარებულია ყველა ექსპერტის მიერ მსოფლიოს ყველაზე წარჩინებული ორგანიზაციებიდან და ყველაზე წინა პლანზე ჰყავს დაყენებული საქართველოს ხედვა, პოტენციალი.

დემოკრატიული საფუძვლების პირუთვნელი მსახურება, ქვეყნის პოტენციალის რესურსის მთლიანად გამოყენება, ანუ ეკონომიკური კეთილდღეობა და სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის გამოსწორება, რომელშიც იგულისხმება სიღარიბის დაძლევა და უმთავრესი გამოწვევა - ქვეყნის გამთლიანებისკენ სვლა, რომელსაც ემსახურება დანარჩენი",- თქვა ლადო კახაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები