მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველა ქვეყნის ლიდერის ამოცანა უნდა იყოს მსოფლიოში მშვიდობა - ღარიბაშვილი

63f89469e9b6c
BM.GE
24.02.23 14:36
652
ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონის გარშემო, ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ბუნებრივია ჩვენი საუბარი შეეხო უკრაინის ომს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა თურქეთში პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ქვეყნის ლიდერის მთავარი ამოცანა მსოფლიოში მშვიდობა უნდა იყოს. 

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ჩვენი ხედვა უნდა დაეფუძნოს გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას, უკრაინაში, რომელიც იქნება წინაპირობა იმისა, რომ შეიქმნება მყარი საფუძველი მშვიდობიანი განვითარების. მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ყველა ქვეყნის ლიდერის, რომ მსოფლიოში იყოს მშვიდობა და ჩვენ არ დავუშვათ ომების გაგრძელება, ეს უნდა იყოს ყველას მთავარი საზრუნავი. იცით, რომ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ქართველი ხალხი გვერდში უდგას უკრაინელ ხალხს. ჩვენ ათასობით უკრაინელს ვუმასპინძლეთ საქართველოში. მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს. ასევე იცით, რომ ჩვენ ვიყავით თანასპონსორი გაეროს რეზოლუციის.

ასევე ჩემი დავალებით საგარეო საქმეთა მინისტრი ახლა იმყოფება ნიუ-იორკში, სადაც თავად მიიღო მონაწილეობა გაეროს ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა უკრაინის ომს, ომის წლისთავს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და აღდგეს მშვიდობა. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ 400-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას მივუერთდით ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ყველა პლატფორმაზე გამოვუცხადეთ მხარდაჭერა ჩვენს უკრაინელ ხალხს. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი, სწორდ ამ საკითხებზე გვქონდა ჩვენ საუბარი პრეზიდენტ ერდოღანთან,“- განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები