მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა უწყება მზად არის ქოლცენტრების საქმის გამოსაძიებლად უცხოელ კოლეგებთან ითანამშრომლოს - პრემიერი

ირაკლი კობახიძე

დამატებითი ინტერესის შემთხვევაში, ყველა სახელმწიფო უწყება მზად არის ქოლცენტრების საქმის გამოძიებისთვის უცხოელ კოლეგებთან ითანამშრომლოს და შესაბამისი მასალები გააზიაროს - ამის შესახებ პრემიერმა მედიის კითხვის პასუხად განაცხადა.

"არის საკმაოდ რთული დანაშაული და მთელი ქსელია, რომელშიც მხოლოდ საქართველო არ იყო ის სივრცე გეოგრაფიურალად, სადაც ეს ქოლცენტები მოქმედებდა. არა ერთ ქვეყანაში მოქმედებს ეს ქოლცენტრები, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ რთულია გამოსაძიებლად, პროკურატურამ მოახერხა, გერმანელ კოლეგებთან ერთად აღეკვეთა. თუ იქნება შესაბამისი ინტერესი, ყველა სახელმწიფო უწყება მზად არის ითანამშრომლოს უცხოელ კოლეგებთან ერთად. პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ყველა უწყება მზად არის გააზიაროს შესაბამისი ინფორმაცია", - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები