მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა წინაპირობა გვაქვს, რომ ქვეყანა განვითარების ძველ ტემპებს დაუბრუნდეს" - ფინანსთა მინისტრი

5eccbc33904b4
ინგა მურუსიძე
26.05.20 11:03
1129
კრიზისის შემდგომაც ყველა წინაპირობა გვაქვს, რომ საქართველო განვითარების ძველ ტემპებს დაუბრუნდეს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მან განცხადება გააკეთა საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც გუშინ შედგა.

„შეხვედრაზე დადასტურდა, რომ ის ტემპი და გეგმები, რომელიც დასახული იყო წლის დასაწყისში იგივე ტემპით და მოცულობით გაგრძელდება.  აღსანიშნავია გადამცემი ხაზებისთვის გამოყოფილი 90 მილიონიანი დაფინანსება, რაც საქართველოს ელექტროსისტემებისთვის არის ნაგუხლისმევი. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს არის კერძო სექტორში EBRD-ის ჩართულობა. თქვენ იცით, რომ ეს საფინანსო ინსტიტუტი ყველაზე აქტიურია, როცა საქმე ეხება კერძო სექტორის მხარდაჭერას. ვიცი, რომ მოლაპარაკებებში არიან „თიბისი ბანკთან“ და არა მარტო საბანკო სექტორთან, არამედ სხვა ჩვეულებრივ კომპანიებთანაც. მათ დაადასტურეს, რომ ამ კრიზისულ პერიოდშიც გააგრძელებენ კერძო სექტორის აქტიურ მხარდაჭერას. მე მგონი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ზუსტად იმ შეტყობინების და სიგნალის გაგზავნის კუთხით, რაც გულისხმობს, რომ კრიზისის შემდგომაც ჩვენ ყველა წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ რესურსები მობილიზდეს და საქართველო დაუბრუნდეს განვითარების იმ ტემპებს და იმ მაჩვენებლებს, რომლებიც ჰქონდა კრიზისამდე“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები