რატომ არის კერძო დავა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი?
გასული კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა - ბიძინა ივანიშვილის დავა შვეიცარიულ ბანკთან, "კრედიტ სუზისთან". ბიძინა ივანიშვილი კი არის, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, თავის დროზე ფილანთროპიც და სხვა უამრავი სოციალური სტატუსის მატარებელიც, თუმცა ბოლო 12 წელიწადია, მისი გამორჩეული სტატუსია - საქართველოს სახელმწიფოს ერთპიროვნული და უპირობო მმართველი. მიღმა იმისა, რომ ამ კვირეულში მოვისმინეთ რამდენიმე სრულიად სამარცხვინო გზავნილი მისი გუნდის წევრებისგან შეთქმულების თეორიებისა და მასონთან ლოჟის ბატონობაზე საქართველოში, ფაქტია, რომ ივანიშვილმა არათუ სრულად მოახვია თავს გუნდის წევრებს კონსპირაციების თეორია 21-ე საუკუნეში, არამედ ბოლო 3 წელიწადია თავისი პირადი დავა აიყვანა სახელმწიფო დონეზე და აქცია ის სახელმწიფო ჩინოვნიკების, დიპლომატიის, ოფიციალური კორესპონდენციის სახელმწიფო პროტოკოლის ანუ შეხვედრების ნაწილად.