მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაფერი, რაც ბენინის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ ვიცით

ბენინი
BM. GE
09.12.25 00:27
1622

7 დეკემბერს ბენინში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა. მის ორგანიზატორებს ბენინის შეიარაღებული ძალების განდგომილი წევრები წარმოადგენდნენ, რომლებმაც დამფუძნებელი სამხედრო კომიტეტი (CMR) შექმნეს. მათი ლიდერი ლეიტენანტ-პოლკოვნიკი პასკალ ტიგრი იყო. სწორედ მისი მეთაურობით შეძლებს აჯანყებულებმა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაკავება, სადაც გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მთავრობა დაემხო, ხოლო პრეზიდენტი პატრის ტალონი თანამდებობიდან გადადგა. მათ ასევე ყველა სამთავრობო უწყების გაუქმების, კონსტიტუციის შეჩერებისა და საზღვრების ჩაკეტვის განკარგულება წაიკითხეს. ამის მიზეზად მძიმე უსაფრთხოების მდგომარეობა გამოაცხადეს.

ეს არ არის ბოლო პერიოდის პირველი შემთხვევა დასავლეთ აფრიკაში, სადაც სამხედროებმა ლეგიტიმური მთავრობის დამხობა სცადეს.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ბენინის შეიარაღებულმა ძალებმა მალევე შეაჩერეს და იმავე ტელემაუწყებლის ეთერში განაცხადეს, რომ "მოღალატეები გაანეიტრალეს", ხოლო სიტუაცია "სრული კონტროლის ქვეშ" დადგა. სამთავრობო წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ აჯანყების ჩახშობა რამდენიმე საათში მოხდა, ხოლო მასში მონაწილეობის ბრალდებით ამჟამად 14 პირი არის დაკავებული.

სამთავრობო ძალების მხრიდან ეფექტიან სამხედრო ქმედებებს საერთაშორისო მხარდაჭერაც მოჰყვა. აფრიკის კავშირმა (AU) და დასავლეთ აფრიკული სახელმწიფოების ეკონომიკურმა საზოგადოებამ (ECOWAS) აჯანყებულთა ქმედებები მტკიცედ დაგმო. გარდა ამისა, მეზობელმა ნიგერიამ შეიარაღებული ძალების მობილიზაცია გამოაცხადა და პრეზიდენტის ერთგულ ძალებს საჰაერო დახმარებაც გაუწია.

პატრის ტალონისთვის, რომელიც დასავლეთ აფრიკული სახელმწიფოს პრეზიდენტის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს, ეს სახელმწიფო გადატრიალების პირველი მცდელობა არ ყოფილა. იგი მომავალი წლის აპრილისთვის ჩანიშნული არჩევნებისთვის ემზადება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები