მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერი შეიძლება წავიდეს ინდივიდუალურ სასჯელებამდეც - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

ირაკლი კობახიძე
24.07.24 23:41
263

იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ოპოზიცია იწოდება დამნაშავე, კრიმინალურ პოლიტიკურ ძალად, ამ ქვეყანაში დემოკრატიული, ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა ვერასოდეს შედგება, ეს არის ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ძალიან ბევრი ადამიანი გასამართლდა.

„რაც შეეხება გასამართლებას ძალიან ბევრი ადამიანი გასამართლდა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი მაღალ, საშუალო, დაბა დონეზე, ასობით, მათ შორის სააკაშვილი იხდის სასჯელს. ასობით ასეთი პირია სამ სხვადასხვა დონეზე, თუმცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ არსებითად პოლიტიკური ძალის გასამართლებაზე ანუ ამ აგენტურის გასამართლებაზე, რასაც თავისუფლად შეიძლება, მოჰყვეს ინდივიდუალურ დონეზე განაჩენებიც. საზოგადოებამ იცის, რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ამ პოლიტიკურ ძალას, როგორც კი საბოლოო ჯამში სრულად მოეფინება ნათელი ყველა დანაშაულს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეიძლება, წავიდეს ინდივიდუალურ სასჯელებამდეც. რაც შეეხება ფორმებს, ამაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ არჩევნების შემდეგ. ეს არის ეროვნული ამოცანა მე ასე ვიტყოდი, რადგან იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ოპოზიცია იწოდება დამნაშავე, კირიმინალურ პოლიტიკურ ძალად, ამ ქვეყანაში დემოკრატიული, ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა ვერასოდეს შედგება. ეს არის ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები