მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპოზიცია დასუსტებულია და ძალიან მარტივად გამოდის მათი ოფისებიდან ინფორმაცია - რა იცის კობახიძემ

კობახიძე

ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება ჩაიფიქრონ, მუდმივ რეჟიმში მიდის საუბარი მათ ოფისებში ასეთ პროვოკაციებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "იმედის" ეთერში განაცხადა.

კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიცია დასუსტებულია და ასეთ პირობებში მარტივად გამოდის მათი ოფისებიდან ინფორმაცია.

„რეალურად ეს არის მთლიანად რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რასაც ჩვენ ვუწოდებთ და მათ ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება ჩაიფიქრონ და მუდმივ რეჟიმში მიდის საუბარი მათ ოფისებში ასეთ პროვოკაციებზე. შესაბამისად, რისკები, რა თქმა უნდა არსებობს. რესურსის გამოძებნა ამისათვის არ გაუჭირდებათ. ჩვენ, მთავარია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ რისკების პრევენციისთვის.

ოპოზიცია დასუსტებულია და ასეთ პირობებში ძალიან მარტივად გამოდის ხოლმე მათი ოფისებიდან ინფორმაცია. რეალურად, მათი წიაღიდან გამოდის ეს ინფორმაცია. ეს არის ჩვენი ინფორმაციის წყარო და კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმ პირობებში, როდესაც მათ არ აქვთ არჩევნების მოგების არავითარი იმედი, მათაც აქვთ კვლევის შედეგები, ისინი არიან ორიენტირებულები ასეთი პროვოკაციული გეგმების შემუშავებაზე, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რაც ითქვა დღეს, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და სამართალდამცავი უწყებები დგანან მოწოდების სიმაღლეზე, რაც დადასტურდა, მათ შორის, იმ ორ-სამ თვიანი პერიოდის განმავლობაში, როდესაც რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობდა ვითარების რადიკალიზაციას და რაღაც რევოლუციური პროცესების ინიციირებას.

ახლაც არის ზუსტად იგივე ვითარება. სამართალდამცავი უწყებები არიან მოწოდების სიმაღლეზე და რა თქმა უნდა, ქვეყანაში ვითარების არევის საშუალებას ჩვენ ვერავის მივცემთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები