ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, დამნაშავედ 34 ბრალდებაში ცნო, რომლებიც ჩანაწერების გაყალბებას და პორნოვარსკვლავ, სტორმი დანიელსის გაჩუმებისთვის ფულის გადახდას უკავშირდება. ტრამპის საქმესთან დაკავშირებით საბოლოო განაჩენს მოსამართლე 11 ივლისს გამოიტანს, მანამდე ის თავისუფალი იქნება. ეს არის აშშ-ის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა ქვეყნის პრეზიდენტი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.