მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყველაფერი წაიღეს" - როგორ დასრულდა ჩხრეკა Labor-ის ოფისში

გიორგი დიასამიძე

პროფკავშირი "ლაბორის" თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე აცხადებს, ოფისის ჩხრეკის შემდეგ ყველაფერი წაიღეს.

როგორც ის ამბობს, ჩხრეკა ოთხ ადგილას ჩატარდა და მათ შორის მის საკუთარ სახლში, სადაც მისი მეუღლე და შვილები იმყოფებიან.

“ლაბორის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს არის შურისძიება პროევროპული აქციების მხარდაჭერისა და ჭიათურელი მაღაროელების დახმარებისთვის.

"წაიღეს აბსოლუტურად ყველაფერი, “ლაბორის“ იურისტმა შენიშვნა შეიტანა იმასთან დაკავშირებით, რომ განჩინებაში არ იყო მითითებული, რას ეძებდნენ საერთოდ. უნდათ, რომ დამოუკიდებელი პროფკავშირების ველი მოასუფთაონ, დასაქმებულთა ინტერესები, მათი პროტესტი არარ იყოს მართული და დამოუკიდებელი პროფკავშირები მოასუფთავონ, რომ პეტრიაშვილს ჩაუგდონ ეს შესაძლებლობა. ვისი საჩივრის საფუძველზე დაიწყო არ ვიცით, ეგ ჰუალინგის შენობაშიც კი ჩაატარეს ჩხრეკა. დამაშინებელი ეფექტი აქვს ამ ყველაფერს, როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ რაღაცის შეგვეშინდება. არაფრისაც არ შეგევშინდება“,- განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროფკავშირ Labor-ის ოფისში ჩხრეკა დღეს რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები