მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველამ უნდა ვეძებოთ გზა, რომ საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები მოვიზიდოთ" - Marriott

მარიოტი

Marriott-ის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელმა, ანა ჩეჩელაშვილის განცხადებით, საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაზიდად სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთად უნდა იმუშაონ. ამის შესახებ სასტუმროს წარმომადგენელმა BMG-სთან ისაუბრა. 

"პოტენციალი იმისა, რომ საქართველომ თავისი ინფრასტრუქტურა ისე განავითაროს, რომ უფრო მეტად მაღალმხარჯველუნარიანი მოგზაურები მოვიზიდოთ, ნამდვილად არის, ამაზე კი ყველამ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ - სამთავრობო სექტორმაც და სასტუმროებმაც, ყველა ჩვენგანმა სხვადასხვა გზები უნდა ვეძებოთ", - განაცხადა ანა ჩეჩელაშვილმა. 

მისი შეფასებით, გასულ ზაფხულს Marriott-ის სასტუმროებმა 80%-იანი დატვირთვით იმუშავეს, რაც წინა წლის მაჩვენებელს საგრძნობლად ჩამოუვარდება. 

"განსაკუთრებით აქტიური ივნისი აღმოჩნდა, რაშიც ვფიქრობთ, რომ დიდი როლი UEFA-ს ჩემპიონატმა ითამაშა. ივლისს და აგვისტოსაც მსგავსი დატვირთულობით ველოდებოდით, თუმცა ისეთი ძლიერი არ აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში ჩვენი სასტუმროებისთვის. საშუალოდ, 80%-იანი დატვირთვით ვმუშაობდით, ეს ცუდი შედეგი არ არის, თუმცა, წინა წელს ნამდვილად უპრეცედენტო ივლისი და აგვისტო გვქონდა, რაც წელს არ გამეორდა", - აცხადებს ანა ჩეჩელაშვილი. 

Marriott-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ტურისტული ნაკადების შემცირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ე.წ. გალფის ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურების რაოდენობის კლებას ასახელებს, რაც მისი შეფასებით, სხვადასხვა გარემო ფაქტორებითაა განპირობებული.

"მაღალმხარჯველუნარიანი მოგზაურები საქართველოში 2021 და 2022 წლებში საქართველოს მიმართულებით მოგზაურობდნენ, რადგან საქართველომ პანდემიის მიუხედავად მოგზაურებისთვის საკმაოდ აქტიურად გახსნა დირექტივები, ახლა პანდემია უკვე დასრულებულია, ყველა ქვეყანამ მოხსნა რეგულაციები და ეს ტურისტები სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილდნენ", - აღნიშნა მან. 

რაც შეეხება სექტემბერ-ოქტომბრის სეზონს, ანა ჩეჩელაშვილი გვიყვება, რომ უკვე საკმაოდ საინტერესო კორპორაციული ჯგუფები შემოდიან ქვეყანაში, რაც იმის იმედს აძლევთ, რომ წლის ბოლომდე არსებული შედეგი საგრძნობლად გაიზრდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები