მთავრობა თვლის ყველანაირ რისკს, ყველაფერი კარგადაა - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ bm.ge-ის მთავარი რედაქტორის შეკითხვას, რა რისკებს აჩენს მიმდინარე აქციები და საერთაშორისო გამოხმაურება ქართული ეკონომიკისთვის.
"რეალურად, ყველანაირ საფრთხეებს თვლის მთავრობა, არა მხოლოდ ეკონომიკურს. ამის შედეგია, რომ ყველა საფრთხე, მათ შორის 4 მაიდნის საფრთხე ავიცილეთ თავიდან.
ყველაფერი გათვლილი გვაქვს. რაც მთავარია, მაიდანი ჩავარდა, ოპოზიციის ისტერიკა დასრულდა, შანტაჟი დასრულდა, ყველაფერი არის კარგად. ინვესტიციებზეც აქტიურად ვმუშაობთ და გეტყვით სიახლეებს უახლოეს მომავალში.
კვარტალური ჭრილი იქნება, თუ წლიური ჭრილი იქნება, ჩვენი ეკონომიკა ვითარდება ყველაზე სწრაფად და ეს ხდება ასევე ძალიან კარგად", - განაცხადა კობახიძემ.




























