მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველანაირი ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ, რომ ვაიძულოთ ივანიშვილი, ჩაინიშნოს არჩევნები. მზად ვარ, შევხვდე - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ის პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდა, რის შემდეგაც ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ზეწოლა ივანიშვილზე, რათა მან არჩევნების ჩანიშვნის გადაწყვეტილება მიიღოს. პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, ახალი არჩევნების საკითზე, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს შეხვდეს.

"დიდი დრო აღარ არის მით უმეტეს, რომ "ქართული ოცნება" გადასულია ძალიან აჩქარებული ტემპით ახალი კანონების მიღებაზე, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. უნდა ყველანაირი ზეწოლა გამოვიყენოთ შიგნიდან და გარედან იმისთვის, რომ ვაიძულოთ ბატონი ივანიშვილი, ის ერთადერთია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, რათა არ ჩამოიშალოს მთლიანად მისი სისტემა, სანამ ჩამოიშლება მთლიანად, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. ამისი კონსტიტუციური ფორმების მოფიქრება ძალიან მარტივია და არ სჭირდება ბევრი ბჭობა. მე პირადად მზად ვარ, რომ როცა უნდა შევხვდე, ვიცი, რომ გარედან ძალიან ბევრი იქნება მზად, რომ ჩამოვიდეს და მასზე ზეწოლა განახორციელოს. სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები