"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, "არავის ეშინია ძალადობის: შესაძლოა, ერთი უბანი გააუქმონ, მაგრამ ვერ გააუქმებენ გამარჯვებას მთელი საქართველოს მასშტაბით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც ასევე, აქტიურობს ემიგრაცია".
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას კოალიცია "ერთიანობის" პრესსამსახური ავრცელებს.
"ახლა ვართ კლინიკასთან, სადაც იმყოფება "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე აზატ კარიმოვი, რომელსაც თავს დაესხნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. ძალადობას მიმართავს ხელისუფლება, რომელსაც ეშინია ძალაუფლების წაგების, ჩვენ ვნახეთ ასევე უბანი, რომელიც საერთოდაც გააუქმეს ყუთში ბიულეტენების ჩაყრის გამო, მაგრამ არავის ეშინია ძალადობის: შესაძლოა, ერთი უბანი გააუქმონ, მაგრამ ვერ გააუქმებენ გამარჯვებას მთელი საქართველოს მასშტაბით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც ასევე, აქტიურობს ემიგრაცია.
დღეს იმარჯვებს საქართველო, იმარჯვებს საქართველოს ევროპული არჩევანი და ასე რომ, ყველანი არჩევნებზე! თითოეული ხმა გადამწყვეტია, ყველანი გავხდეთ იმ დიდი ეროვნული გამარჯვების თანამონაწილე, რომელსაც სულ რამდენიმე საათში აღვნიშნავთ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მათი პარტიის წევრს თავს დაესხნენ.