მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ყველას მინდა მოვუწოდო, მიხედონ საკუთარ პროფესიას” – კობახიძე „ახალი თეატრის" მანიფესტზე

ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე „ახალი თეატრის” გუშინდელი მანიფესტის შეფასების დროს აცხადებს, რომ ეს არის „კანვასის” რევოლუციის მცდელობა, რაც არ შედგება”.

„საქართველოში ამ სამი წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის 4 მცდელობა. ეს არის უკვე მე-4 მცდელობა. ხან პარტიებით სცადეს რევოლუციის მოწყობა, ხან სცადეს NGO-ებით, ხან ჟურნალისტებით, ანუ, საუბარია ე.წ. მედია მენეჯერებზე და ოპოზიციური მედია საშუალებების წარმომადგენლებზე. ყველა საშუალებით სცადეს რევოლუციის მოწყობა, თუმცა ყველა მცდელობა ჩავარდა.

ახლა ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის ერთგვარი „კანვასის” რევოლუციის მცდელობა. თქვენ იცით, რომ ე.წ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა ტრენინგები რევოლუციაში და ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ დღეს სახეზე ფსევდო ელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის – „კანვასის” რევოლუცია საქართველოში არ შედგება, ყველას მინდა მოვუწოდო, მიხედონ საკუთარ პროფესიას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ, პროტესტის 57-ე დღეს ახალი თეატრის მსახიობებმა საპროტესტო მანიფესტი წარადგინეს. ორსაათიანი ღონისძიების შემდეგ მოქალაქეები, რომლებიც ვასო აბაშიძის თეატრთან იყვნენ შეკრებილები, მსვლელობით გაემართნენ პარლამენტის შენობისკენ, სადაც ყოველდღიურ პროტესტს შეუერთდნენ ახალი არჩევნების დანიშვნისა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით. თეატრის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მეორე თვეა პატიმრობაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები