მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველას მოვუწოდებ პრაგმატულობისკენ - ირაკლი კობახიძე

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები, რაც საბოლოო ჯამში პრობლემებს უქმნის ევროკავშირს სტრუქტურებს. მან ბიუროკრატიულ გაუმართაობას დაუკავშირა თავისივე გაჟღერებული ინფორმაცია მის ფიზიკურ განადგურებასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროპულ ბიუროკრატიაში არსებული გამოწვევების მიუხედავად საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებებს მიაღწია. პრემიერმა ევროპელებს პრაგმატულობისკენ მოუწოდა.

მუქარები არის აბსოლუტურად არასერიოზული, ვისგანაც ისმის ეს მუქარები მათ კარგად არ ახასიათებს. მუქარები სხვაც იყო შეგახსენებთ, პირდაპირი მუქარა იყო ფიზიკურ განადგურებასთან დაკავშირებით, რაც შემდეგ საბოლოო ჯამში, ვითომ სანახევროდ, მაგრამ იმაზე უფრო მძიმედ აღიარეს, ვიდრე შეეძლოთ ეღიარებინათ. პირდაპირ როცა გემუქრებიან ფიზიკური განადგურებით, აქედან ჩანს, რომ რაღაც კარგად არ არის კონკრეტულ სტრუქტურებში და ბიუროკრატიაში. ევროკავშირის ბიუროკრატიაში არის სერიოზული პრობლემები, რაც საბოლოო ჯამში პრობლემებს უქმის ევროკავშირს სტრუქტურებს, მათ შორის პრობლემებს უქმნის ურთიერთობებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ ამ წლების განმავლობაში ბიუროკრატიაში არსებული პრობლემების მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ და წინ წავიწიეთ ევროინტეგრაციის მიმართულებით. დღესაც არის ასეთი არაჯანსაღი პროცესები ევროკავშირის ბიუროკრატიაში, თუმცა ყველაფერი არის დაძლევადი და საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთ მუქარები არ არის სწორი, არ არის ჯანსაღი, არ არის სერიოზული. მე ყველას მოვუწოდებ პრაგმატულობისკენ. პრაგმატულობა არის მთავარი, რამაც ჩვენ უნდა მოგვცეს ურთიერთობების გაჯანსაღების საშუალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები