მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველას თანავუგძრნობთ, მაგრამ ჯერ ჩვენი ქვეყანა და ხალხი უნდა დავიცვათ - ღარიბაშვილი

621c85da209f3
ინგა მურუსიძე
28.02.22 12:34
973
"ჩვენ ყველას თანავუგძრნობთ, მაგრამ ჯერ ჩვენი ქვეყანა და ხალხი უნდა დავიცვათ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

პრემიერმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარე მოვლენებს. მან გააკრიტიკა უკრაინის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი, რომელიც ორი დღის წინ რუსთაველზე გაიმართა. პრემიერმა ძალიან ბევრჯერ ახსენა ყოფილი პრეზიდენტი და მისი მთავრობა. ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ მათ საქართველოში ახლაც ომი სურთ.

„რისკებს და საფრთხეებს სჭირდება კარგი გააზრება, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს. მინდა, ვუთხრა ოპოზიციას, მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და მეორედ ამის უფლებას არ მივცემთ. სოლიდარული ვართ და დიდი გულისტკივილით ვუყურებთ, რაც ხდება უკრაინაში. იბობმება უკრაინა, კიევი და ხალხი იღუპება. მაშინ, როცა ხალხი იღუპება, თბილისში მართავენ კონცერტებს და ჟრიამული აქვთ ატეხილი. დღესაც, ჩვენი გულანთებული ქართველის, პატრიოტისს გრძნობებით მანიპულირებენ.

ყველა უბედურებაში საკუთარ ინტერესებს დებენ. მე და ჩვენს მთელ ხელისუფლებას გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და მერე ვიფიქროთ სხვა ქვეყნის ინტერესებზე. ჩვენ ყველას თანავუგძრნობთ, მაგრამ ჯერ ჩვენი ქვეყანა და ხალხი უნდა დავიცვათ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები