Forbes-ის 2026 წლის მილიარდერთა სიაში 30 წლამდე ასაკის რეკორდული რაოდენობის - 35 ადამიანი მოხვდა, რაც მსოფლიო მილიარდერების დაახლოებით 1%-ს შეადგენს. მათგან თორმეტმა სიმდიდრე საკუთარი ძალისხმევით დააგროვა, დანარჩენებმა კი ქონება მემკვიდრეობით მიიღეს.
ყველაზე დიდ ქონებას ძმები კლემენტე და ლუკა დელ ვეკიოები ფლობენ - სათვალეების იმპერიის, EssilorLuxottica-ს მემკვიდრეები. მათ მცირედით ჩამორჩებიან ოთხი და-ძმა ფონ ბაუმბახები გერმანიიდან; თითოეულის ქონება დაახლოებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. ისინი 1885 წელს დაარსებული მსხვილი ფარმაცევტული კომპანიის, Boehringer Ingelheim-ის მემკვიდრეები არიან.
მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია 20 წლის ამელი ფოიგტ ტრეხესი ბრაზილიიდან, რომელიც ელექტროძრავების წამყვანი მწარმოებლის, WEG-ის მემკვიდრეა. ის და მისი ორი და-ძმა დორა და ლივია ფოიგტ დე ასისების ბიძაშვილები არიან. ეს შვიდივე ბიძაშვილი (ყველა 20-დან 30 წლამდე ასაკის) ფოიგტების ოჯახიდან ერთობლივად დაახლოებით 9.5 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს.
ასევე აღსანიშნავია 23 წლის კევინ დავიდ ლემანი, აფთიაქების ქსელის, dm-drogerie markt-ის მემკვიდრე, რომლის ქონება 4.9 მილიარდ დოლარს შეადგენს.
საკუთარი ძალისხმევით გამდიდრებულმა 12-მა მილიარდერმა თავიანთი ქონება ძირითადად ხელოვნური ინტელექტის (AI), ტექნოლოგიებისა და პროგნოზირების ბაზრების სფეროში დააგროვეს. მათ შორის გამორჩეულები არიან Mercor-ის სამი 22 წლის თანადამფუძნებელი (სურია მიდჰა, ბრენდან ფუდი და ადარშ ჰირემათი), სადაც სურია მიდჰა ჯგუფში ყველაზე ახალგაზრდაა. ყოფილი ბალერინა და MIT-ის კურსდამთავრებული, 29 წლის ლუანა ლოპეს ლარა, რომელიც Kalshi-ს თანადამფუძნებელია, ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერი ქალია.
ბევრი ახალგაზრდა მემკვიდრე უკიდურესად ჩაკეტილი ცხოვრებით მცხოვრები ოჯახებიდან მოდის, ამიტომ მათი ფოტოები საჯაროდ ხელმიუწვდომელია.
| ასაკი (2026, მარტი) | ქონება, მლრდ (2026, მარტი) | მემკვიდრეობით მიღებული თუ თვითშემდგარი | ქვეყანა | |
|---|---|---|---|---|
|
კლემენტე დელ ვეკიო |
21 | 6.8 | მემკვიდრეობით მიღებული | იტალია |
|
ლუკა დელ ვეკიო |
24 | 6.8 | მემკვიდრეობით მიღებული | იტალია |
|
იოჰანეს ფონ ბაუმბახი |
20 | 6.6 | მემკვიდრეობით მიღებული | გერმანია |
|
ფრანც ფონ ბაუმბახი |
24 | 6.6 | მემკვიდრეობით მიღებული | გერმანია |
|
კატარინა ფონ ბაუმბახი |
26 | 6.6 | მემკვიდრეობით მიღებული | გერმანია |
|
მაქსიმილიან ფონ ბაუმბახი |
28 | 6.6 | მემკვიდრეობით მიღებული | გერმანია |
|
კევინ დავიდ ლემანი |
23 | 4.9 | მემკვიდრეობით მიღებული | გერმანია |
|
ალექსანდრ ვანგი |
29 | 3.2 | თვითშემდგარი | აშშ |
|
ზაჰან მისტრი |
27 | 3.1 | მემკვიდრეობით მიღებული | ირლანდია |
|
ფიროზ მისტრი |
29 | 3.1 | მემკვიდრეობით მიღებული | ირლანდია |
|
ალექსანდრა ანდრესენი |
29 | 2.5 | მემკვიდრეობით მიღებული | ნორვეგია |
|
რემი დასო |
24 | 2.4 | მემკვიდრეობით მიღებული | საფრანგეთი |
|
ადარშ ჰირემათი |
22 | 2.2 | თვითშემდგარი | აშშ |
|
ბრენდან ფუდი |
22 | 2.2 | თვითშემდგარი | აშშ |
|
სურია მიდჰა |
22 | 2.2 | თვითშემდგარი | აშშ |
|
აბას საჯვანი |
26 | 1.9 | მემკვიდრეობით მიღებული | აგს |
|
კიმ ჯუნგ-იუნი |
22 | 1.7 | მემკვიდრეობით მიღებული | სამხრეთ კორეა |
|
კიმ ჯუნგ-მინი |
24 | 1.7 | მემკვიდრეობით მიღებული | სამხრეთ კორეა |
|
ფაბიან ჰედინი |
26 | 1.6 | თვითშემდგარი | შვედეთი |
|
ლივია ფოიგტ დე ასისი |
21 | 1.4 | მემკვიდრეობით მიღებული | ბრაზილია |
|
დორა ფოიგტ დე ასისი |
28 | 1.4 | მემკვიდრეობით მიღებული | ბრაზილია |
|
იონი ნაჰმადი |
25 | 1.3 | მემკვიდრეობით მიღებული | იტალია |
|
ამან სანგერი |
25 | 1.3 | თვითშემდგარი | აშშ |
|
მაიკლ ტრუელი |
25 | 1.3 | თვითშემდგარი | აშშ |
|
სუალეჰ ასიფი |
26 | 1.3 | თვითშემდგარი | პაკისტანი |
|
არვიდ ლუნემარკი |
26 | 1.3 | თვითშემდგარი | შვედეთი |
|
ლუანა ლოპეს ლარა |
29 | 1.3 | თვითშემდგარი | ბრაზილია |
|
ტარეკ მანსური |
29 | 1.3 | თვითშემდგარი | აშშ |
|
მაქსიმ ტებარი |
25 | 1.2 | მემკვიდრეობით მიღებული | გერმანია |
|
ვანგ ზელონგი |
29 | 1.2 | მემკვიდრეობით მიღებული | ჩინეთი |
|
ამელი ფოიგტ ტრეხესი |
20 | 1.1 | მემკვიდრეობით მიღებული | ბრაზილია |
|
ფელიპე ფოიგტ ტრეხესი |
23 | 1.1 | მემკვიდრეობით მიღებული | ბრაზილია |
|
პედრო ფოიგტ ტრეხესი |
23 | 1.1 | მემკვიდრეობით მიღებული | ბრაზილია |
|
კარლ ანტონ-კუნცი |
27 | 1.1 | მემკვიდრეობით მიღებული | გერმანია |




























