მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაზე დიდებული ქალი ისრაელის ისტორიაში - გოლდა მეიერი (1898-1978) - ეპილოგი / 03.05.2026

დღეს კიდევ ერთი ლეგენდარული ქალბატონის დაბადების დღეა, რომელიც სამი მაისის საავტორო ეპილოგის მთავარი გმირი და თემაც იქნება. მისი ნამდვილი სახელია ფამ მეერსონ მაბოვიჩი.მან დიდი როლი ითამაშა ისრაელის გამარჯვებაში ცნობილი იომ-ქიფურის ომის დროს. დიდად პატივცემულია ებრაელების მიერ და მიჩნეულია ისრაელის ეროვნულ სიამაყედ.მისი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის პიკი 1969 წლის მარ­ტში დად­გა, რო­დე­საც კი­ევ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ქალი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და. პირ­ვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და მთავ­რო­ბას ის­რა­ელ­ში და მე­სა­მე მსოფ­ლი­ო­ში (სი­რი­მა­ვო ბან­და­რა­ნა­ი­კეს შემ­დეგ ცე­ი­ლონ­ში და ინ­დი­რა გან­დის შემ­დეგ ინ­დო­ეთ­ში). გოლ­და მე­ი­რის პრე­მი­ე­რო­ბა მხო­ლოდ ხუთ წელს გაგ­რძელ­და. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ქვე­ყა­ნა­ში შე­ამ­ცი­რა გა­და­სა­ხა­დე­ბი ღა­რი­ბე­ბის­თვის (ზო­გი­ერთ კა­ტე­გო­რი­ას, სა­ერ­თოდ გა­უ­უქ­მა) და და­ი­წყო სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ცხოვ­რებ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა 1973 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში იომ ქი­ფუ­რის ომის და­წყე­ბა პი­რად ტრა­გე­დი­ად აღიქ­ვა. გოლ­და ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვის არას­წორ გათ­ვლებს სა­კუ­თარ ბრა­ლად მი­იჩ­ნევ­და, რომ მან ვერ უზ­რუნ­ველ­ყო თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა, რო­დე­საც 2,5 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის­რა­ელ­მა მოს­კო­ვის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ომი 16 დღე­ში მო­ი­გო, გოლ­და მე­ირ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა. რა თქმა უნდა, მას შე­ეძ­ლო, რომ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი გა­და­ე­ყე­ნე­ბი­ნა და თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მაგ­რამ არა.მან მთა­ვა­რი დარ­ტყმა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო და წა­ვი­და. აი,ასეთი მორალის და ღირსების ლიდერები იყვნენ პოლიტიკაში და სწორედ, გოლდა მეიერს ეკუთვნის ეპოქალური ფრაზა რომელიც ბევრი მმართველისთვის ენციკლოპედიურ ჭეშმარიტებად იქცა: თუ გსურთ, ააშენოთ ქვეყანა, რომელშიც თქვენს შვილებს ცხოვრება ენდომებათ… თუ გსურთ, ააშენოთ ქვეყანა, რომელსაც ისინი მხოლოდ შვებულების დროს დატოვებენ… თუ გსურთ, ააშენოთ ქვეყანა, რომელშიც მომავლის შიში არ გექნებათ… მაშინ ოდნავ შეიწუხეთ თავი და: კორუფცია გამოაცხადეთ ღალატად,ხოლო კორუმპირებული ჩინოვნიკები მეშვიდე თაობამდე ქვეყნის მოღალატეებად შერაცხეთ. სამხედრო, მასწავლებელიდა ექიმი ყველაზე მაღალანაზღაურებად და პატივსაცემ პროფესიებად აქციეთ. და რაც მთავარია – იმუშავეთ, იმუშავეთ და იმუშავეთ! ვინაიდან: არავინ გიშველით და არავინ დაგიცავთ, საკუთარი თავის გარდა! თქვენ, მხოლოდ თქვენ და არავის სხვას არ სჭირდება თქვენი ქვეყნის წარმატება და კეთილდღეობა. როდესაც ეს გახდება არა უბრალოდ სიტყვები ან არა უბრალოდ ლოზუნგი, არამედ გახდება თქვენი ცხოვრების გზა, მხოლოდ მაშინ მიაღწევთ მიზანს…

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები