მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე დიდი დაფინანსების მქონე უწყებები ანტიკრიზისულ ბიუჯეტში - რეიტინგი

5ee0fec99d937
შოთა ტყეშელაშვილი
10.06.20 20:00
1244
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის განახლებული ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფოს ხარჯები ჯამურად 1.5 მილიარდი ლარით იზრდება და ის რეკორდულ - 15.9 მილიარდ ლარს მიაღწევს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, COVID-19-ის კრიზისის გამო, ისტორიულ მაქსიმუმამდე იზრდება და 5.5 მილიარდ ლარს შეადგენს. ჯანდაცვის სამინისტროში ხარჯების ზრდა 1.1 მილიარდი ლარია, აქედან 450 მილიონი ლარი უმუშევრობის კომპენსაციების, ხოლო 170 მილიონი ლარი კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე დაიხარჯება.

სახელმწიფოს ბიუჯეტის ჯამური მოცულობის ზრდის მიუხედავად, ნაერთი ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საჯარო სამსახურის აპარატის ხელფასების მოცულობა 2020 წლის ბიუჯეტის პირვანდელ ვერსიასთან შედარებით 54 მილიონით მცირდება 1.84 მილიარდ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის ზრდა პროცენტულად ყველაზე მაღალი ეკონომიკის სამინისტროსთვისაა, რომლის დაფინანსებაც 126%-ით იზრდება და 822.4 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედებაა, რომელზეც 330 მილიონი ლარი დაიხარჯება.

2020 წლის განახლებული ბიუჯეტის მიხედვით, ყველაზე დიდი დაფინანსების მქონე უწყებების რეიტინგი ასეთია:

1 ჯანდაცვის სამინისტრო - 5,515,000,000 ლარი, ზრდა 26.40% ;
2 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 1,820,287,500 ლარი, კლება -12.13% ;
3 განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 1,538,839,700 ლარი, კლება -7.66% ;
4 ეკონომიკის სამინისტრო - 822,425,000 ლარი, ზრდა 125.94% ;
5 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - 805,000,000 ლარი, კლება -8.52% ;
6 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - 760,000,000 ლარი, კლება -1.30% ;
7 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 476,860,000 ლარი, ზრდა 35.09% ;
8 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - 224,000,000 ლარი, ზრდა 0.00% ;
9 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - 156,000,000 ლარი, კლება -1.89% ;
10 სუსი - 136,500,000 ლარი, კლება -0.73% ;
11 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - 81,000,000 ლარი, კლება -12.90% ;
12 საერთო სასამართლოები - 76,380,000 ლარი, კლება -9.48% ;
13 ცესკო - 72,569,700 ლარი, ზრდა 0.00% ;
14 საზოგადოებრივი მაუწყებელი - 68,700,000 ლარი, ზრდა 0.00% ;
15 საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 60,736,000 ლარი, კლება -6.18% ;
16 საპატრიარქო - 25,000,000 ლარი, ზრდა 0.00% ;
17 მთავრობის ადმინისტრაცია - 15,500,000 ლარი, კლება -6.06% ;
18 სახელმწიფო აუდიტის სამსახური - 15,455,000 ლარი, კლება -6.08% ;
19 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 6,250,000 ლარი, კლება -10.71% ;

უფრო დეტალურად, 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ წაიკითხეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები