მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყველაზე დიდი ჯავშნები ისრაელიდან, ტაილანდიდან და სინგაპურიდან მოდის“ - სასტუმრო „ლაჰილი"

634d30fc06f8a
თათია ჩაფიჩაძე
17.10.22 22:00
911
სამთო-სათხილამურო კურორტები 2023 წლის ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან.

მესტიაში მდებარე სასტუმრო „ლაჰილის“ მფლობელი ლევან დადვანი bmg-თან აცხადებს, რომ 2023 წლიდან ფასების მატება 10-15%-ის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება ამ ეტაპზე ტურისტულ ნაკადებს და ჯავშნებს, მისი თქმით, სვანეთში ისრაელიდან, ტაილანდიდან და სინგაპურიდან ჩასული სტუმრები ჭარბობენ.

„ზამთრის სეზონის სამზადისზე გადავდივართ და ტურისტებს ველოდებით. წინა წელს ძალიან დიდი პრობლემა იყო ელექტრო ენერგიის თვალსაზრისით, იმედი გვაქვს, რომ წელს იგივე ფაქტის წინაშე არ დავდგებით, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამ თემაზე არ გვაქვს. ჯავშნები არის ზუსტად ისე, როგორც წინა წლებში, განსაკუთრებული ზრდა ამ ეტაპზე არ გვაქვს. იმ ქვეყნებიდან ჯავშნები, რომლებიც ახლა მასიურად შემოდიან ქვეყანაში არ არის, ზოგადად სვანეთის ტურიზმში მათი წილი დიდი არ არის.

ზაფხულში შიდა ტურიზმი შესამჩნევად იყო გაზრდილი. ახლა ყველაზე დიდი ჯავშნები ისრაელიდან, ტაილანდი და სინგაპურიდან მოდის. ტურისტული ნაკადები 2019 წლის მაჩვენებლებს ჯერ ვერ დაეწია და ზამთრის სეზონზეც ალბათ სრულად ვერ აღდგება თუმცა ნელ-ნელა იმატებს.

რაც შეეხება ფასებს, წინა წელთან შედარებით დიდად არ გაზრდილა, თუმცა 2023 წლიდან 10-15%-იანი ფასის ზრდა იქნება. ამ ეტაპზე ჩვენთან ორ ადგილიანი სტანდარტული ნომერის ღირებულება საუზმით 240 ლარია,“ - განაცხადა დადვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები