ბრენდის ღირებულება ნებისმიერი კომპანიის არამატერიალური აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილია. პატენტებისა და ბრენდების სახელების მსგავსი არამატერიალური აქტივები კომპანიის საერთო საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-ის უახლესი კვლევის თანახმად, მსოფლიოში 100 ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდს ჯამურად 5 ტრილიონი დოლარის ღირებულება აქვს.
ბრენდის ღირებულებით პირველ ადგილს რეიტინგში 516.6 მილიარდი დოლარით Apple იკავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის ღირებულება ერთწლიან ჭრილში 73%-ით გაიზარდა. Brand Finance-ის მიერ გამოკითხულების 50%-ის მოსაზრებით, მართალია კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტები ძვირია, თუმცა, ხარისხის გათვალისწინებით, ამ ფასის გადახდა ნამდვილად უღირთ.
ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. Apple - $516.6 მლრდ
2. Microsoft - $340.4 მლრდ
3. Google - $333.4 მლრდ
4. Amazon - $308.9 მლრდ
5. Samsung - $99.4 მლრდ
6. Walmart - $96.8 მლრდ
7. TikTok - $84.2 მლრდ
8. Facebook - $75.7 მლრდ
9. Deutsche Telekom - $73.3 მლრდ
10. ICBC - $71.8 მლრდ