მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიები მოდის ბიზნესში - რეიტინგი

LVMH bernar

მოდა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიაა, რომელსაც გლობალურ მთლიან შიდა პროდუქტში 2%-იანი კონტრიბუცია შეაქვს. 2024 წლის 31 იანვრის მონაცემებით, CompaniesMarketCap- მოდის 12 უმსხვილესი კომპანიის რეიტინგს აქვეყნებს, სია კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით არის შედგენილი.

მოდის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში, ევროპული ბიზნესი დომინირებს. 12-ეულში ოთხი ამერიკული კომპანიაც ხვდება.

ინდუსტრიის ყველაზე დიდი მოთამაშე LVMH-ია. მისი კაპიტალიზაცია - $421,600,000,000-ია. კომპანია ძვირად ღირებული ბრენდების ფართო პორტფელს აერთიანებს, მათ შორის მოდის, კოსმეტიკისა და ალკოჰოლური სასმელების ბრენდებს. LVMH გლობალური მასშტაბით ფუფუნების საქონლის 41%-იან წილს ფლობს. კომპანიის ასეთმა წარმატებამ განაპირობა ის, რომ LVMH-ის თავმჯდომარემ - ბერნარ არნომ ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსით ილონ მასკს გადაუსწრო.

საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, მოდის ბიზნესში ყველაზე ძვირად ღირებულ ბრენდებს შორის მეორე ადგილს - Nike იკავებს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია - $153,830,000,000-ია. Nike-ს შემოსავლების 68% ფეხსაცმელების რეალიზაციიდან გენერირდება. Nike-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი, Jordan Brand, წელიწადში დაახლოებით $5 მილიარდის შემოსავალს გამოიმუშავებს.

რეიტინგის მესამე ადგილოსანი კიდევ ერთი ფრანგული ბრენდი - Dior-ია. ბრენდის საბაზრო კაპიტალიზაცია $145,861,000,000-ს უტოლდება.

სიაში ხვდება ესპანური Inditex. ესპანური კორპორაცია მასმარკეტის და საცალო ვაჭრობის უპირობო ლიდერი ბრენდის - Zara-ს მფლობელია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო მონაცემების მიხედვით, $134,042,000,000-ს აღწევს.

$108,167,000,000-იანი კაპიტალიზაციით რეიტინგში ხუთეულს ავსებს ამერიკული TJX Companies.

ხუთეულს მიღმა, რეიტინგში იაპონური ჰოლდინგი Fast Retailing-ია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 2024 წლის მონაცემების მიხედვით, $81,489,917,976-ია. ის ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიც არის Uniqlo, Theory და Helmut Lang. 12-ეულში ხვდება: Cintas, lululemon, Kering, Ross Stores, Adidas, და H&M.

McKinsey & Company-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ მოდის ინდუსტრია 2024 წელს 2 დან 4%-მდე გაიზრდება. მაშინ, როცა 2023 წელს ზრდამ 5დან 7%-მდე შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები