მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაზე ძვირად ღირებული MLS-ის კლუბები 2026 წელს

ყველაზე ძვირიანი კლუბები MLS-ში

MLS ცდილობს გაუმკლავდეს მზარდ უთანასწორობას ლიგის "მდიდარ“ და "ღარიბ“ გუნდებს შორის შემოსავლებისა და ფეხბურთელებზე ხარჯვის კუთხით - ასევე მფლობელთა ჯგუფს, რომელიც რასტრის წესების გადახედვას ითხოვს, რათა მოთამაშეებზე მეტი თანხის დახარჯვა შეძლონ. მესი და სონი MLS-ის ორი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, ხოლო მათი გუნდები ლიგაში ყველაზე მაღალ შემოსავალს იღებენ დიდი სხვაობით.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოცემა Sportico 60-ზე მეტ ადამიანს ესაუბრა MLS-ის შიგნით და გარეთ მფლობელებს, კლუბების ხელმძღვანელებს, ბანკირებს, ინვესტორებსა და მედია ექსპერტებს, რათა შეეფასებინა ლიგის ბიზნესმხარე. საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემად მუდმივად ისმოდა გუნდების შემოსავლებისა და ღირებულებების პოლარიზაცია, ასევე სამი მსხვილი მაკროცვლილება: კალენდრის გადაბრუნება, Apple-ის ხელშეკრულების უფრო ადრე ამოწურვა და შესაძლო ახალი ხელმძღვანელობა MLS-ში.

Sportico-ს მონაცემებით, MLS-ის საშუალო გუნდის ღირებულება $767 მილიონს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 6%-ით მეტია. ზრდა ძირითადად ფინანსური ცხრილის ზედა ნაწილშია კონცენტრირებული, რაც ინვესტორთა ინტერესითა და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით არის განპირობებული.

პირველ ადგილზეა “ინტერ მაიამი” $1.45 მილიარდით, რაც ლიგაში ყველაზე მაღალი, 22%-იანი ზრდაა, და მან გაუსწრო “LAFC-ს”, რომელიც Sportico-ს პირველი ოთხი MLS რეიტინგის ლიდერი იყო. “LAFC” მეორე ადგილზეა $1.4 მილიარდით. ქვედა 12 კლუბის ღირებულება საშუალოდ მხოლოდ 2%-ით გაიზარდა, ხოლო სამმა გუნდმა “San Jose Earthquakes”, “Vancouver Whitecaps” და “CF Montréal” - ღირებულებაც კი დაკარგა.

30 გუნდი ჯამში შეფასებულია 23 მილიარდად, მათ შორის უძრავი ქონება და მფლობელების მიერ ფლობილ გუნდთან დაკავშირებული ბიზნესები. შეფასებები ეფუძნება საკონტროლო პაკეტების გაყიდვებს, და არა შეზღუდულ პარტნიორულ გარიგებებს.

გასულ სეზონში MLS-ის 30 გუნდმა ერთობლივად დააგენერირა დაახლოებით $2.5 მილიარდი, ანუ $83 მილიონი თითო კლუბზე, მატჩის დღეებიდან, სპონსორობიდან და არამარტო MLS ღონისძიებებიდან იმ არენებზე, რომლებსაც ფლობენ ან მართავენ.

ინტერ მაიამის ადგილობრივმა შემოსავალმა $200 მილიონს გადააჭარბა, რომელიც დაახლოებით თანაბრად ნაწილდება მატჩის დღეებიდან მიღებულ და კომერციულ შემოსავალზე. ლიონელ მესის წყალობით კლუბმა ისტორიაში პირველად მოიგო MLS Cup. ამ თანხაში შედის ასევე $21.05 მილიონი პრიზი, რომელიც გუნდმა გასულ ზაფხულს ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის მიიღო. ამავე ტურნირზე მოხვდნენ “LAFC” ($10.55 მლნ) და “სიეტლ საუნდერსი” ($9.55 მლნ), რომლებმაც ასევე მიიღეს საპრიზო თანხები.

MLS ძლიერად იქნება წარმოდგენილი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ლიგა მოთამაშეთა რაოდენობით მეექვსე ადგილზე იქნება, მხოლოდ ევროპის “დიდ ხუთ ლიგას“ ჩამორჩება. ლიგისთვის გადამწყვეტი იქნება ამ შანსის გამოყენება და უფრო მეტი სპორტის გულშემატკივრის გადაქცევა ადგილობრივი ფეხბურთის ფანებად. სწორედ ამიტომ, MLS-მა კლუბებს დააფინანსებინა მასშტაბური მარკეტინგული კამპანია მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში.

2026 წელს MLS-ის მთავარი ისტორია კვლავ ინტერ მაიამი იქნება. ლიონელ მესიმ კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა, ხოლო გუნდი გახსნის ახალ 25,000-ადგილიან სტადიონს, რაც პირველი ნაბიჯია მომავალი $1 მილიარდის ღირებულების, 131 აკრიან მრავალფუნქციურ პროექტში. კლუბს უკვე აქვს $900 მილიონზე მეტი კონტრაქტით გარანტირებული შემოსავალი, რომელიც სტადიონს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები