მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაზე ძვირად ღირებული სამედიცინო ბრენდების რეიტინგი

ამერიკული კომპანია Johnson & Johnson-ი მეექვსე წელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფარმაცევტული ბრენდების სიაში პირველ ადგილს იკავებს. გასული წლის განმავლობაში, Johnson & Johnson-ის ბრენდის ღირებულება 5%-ით გაიზარდა და $13,4 მლრდ შეადგინა.

რაც შეეხება ბრენდის ღირებულების ყველაზე აქტიურ ზრდას, ეს დააფიქსირეს ფარმაცევტულმა კომპანიებმა Novo Nordisk-მა (64%-ით 5,1 მილიარდ დოლარამდე) და Eli Lilly-მ (53%-ით, 5,9 მილიარდ დოლარამდე). ორივე კომპანია სპეციალიზებულია დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების და ბოლო დროს ძალიან პოპულარულია წონის დასაკლები წამლების წარმოებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები