სადაზღვევო კომპანია SquareMouth-მა ხარჯების ინდექსის საფუძველზე მსოფლიოს 15 ყველაზე ძვირად ღირებული მიმართულება გამოავლინა. რეიტინგის შესადგენად კომპანიამ 100 000-ზე მეტი სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვებიდან მიღებული ხარჯების მონაცემები გააანალიზა, ასევე, 6 000-ზე მეტი მომხმარებელი გამოკითხა და ისეთი პლატფორმები გააანალიზა, როგორებიცაა Google Flights და Kayak.
გასაკვირი არ არის, რომ სიის სათავეში კონტინენტებისგან დაშორებული და იზოლირებული მიმართულებები მოხვდა. ასეთ ადგილებში ჩასვლა უფრო რთულია, მათი მომარაგება - უფრო ძვირი, და ისინი ხშირად ფუფუნებისა და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებზე არიან ორიენტირებულნი.
მოგზაურობის გარკვეული სახეობები ასევე უფრო ძვირია - ყველაზე დიდ ხარჯებთან პოლარული და საექსპედიციო ტურებია დაკავშირებული, რომლებსაც მოსდევს კუნძულები და პლაჟები, შემდეგ კი საფარი და ველური ბუნების თავგადასავლები.
ყველაზე ძვირად ღირებული სამოგზაურო მიმართულებები 2026 წლისთვის შემდეგია:
2026 წელს ყველაზე ძვირად ღირებული სამოგზაურო მიმართულება გრენლანდიაა.
მონაცემების მიხედვით, გრენლანდიაში მოგზაურობის საშუალო დღიური ხარჯი 1 171 დოლარს შეადგენს, ხოლო მანქანის დაქირავება დღეში 110 დოლარი ჯდება.
სასტუმროში ერთი სამუშაო დღის ღამე (შაბათ-კვირის გარეშეც კი) 227 დოლარი დაგიჯდებათ, ხოლო ვახშამი შედარებით იაფ რესტორანში - 36.03 დოლარი.
შემდეგ ადგილზეა ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, სადაც სასტუმროს ღირებულება სამუშაო დღეებში 1 137 დოლარია, ხოლო მოგზაურობის საშუალო დღიური ხარჯი - 925 დოლარი.
მესამე ადგილს საფრანგეთის პოლინეზია იკავებს. აქ დღიური ხარჯი 756 დოლარს შეადგენს, ხოლო სასტუმრო სამუშაო დღეებში 1 382 დოლარი ღირს.
ხუთეულს ასრულებენ ანტარქტიდა - სადაც ფრენის ღირებულება 1 899 დოლარია, ხოლო დღიური ხარჯი 1 511 დოლარი; და მალდივები - სადაც დღიური ხარჯი 1 072 დოლარია, ხოლო სასტუმრო სამუშაო დღეებში 1 249 დოლარი ღირს.
15 ყველაზე ძვირად ღირებული სამოგზაურო მიმართულება 2026 წლისთვის
1. გრენლანდია
2. ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები
3. საფრანგეთის პოლინეზია
4. ანტარქტიდა
5. მალდივები
6. შვეიცარია
7. ზიმბაბვე
8. ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები
9. ბოტსვანა
10. ანგილია
11. სენტ-ლუსია
12. ნამიბია
13. ისლანდია
14. ნორვეგია
15. ზამბია




























