ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესს დაუდგენელი ვადით აჩერებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს და 4 ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას პასუხობს.
"პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად უზრუნველყოფილნი და არ უნდა დააწვნენ ფინანსურ ტვირთად ამერიკელებს. სახელმწიფო დეპარტამენტი ატარებს ყველა პოლიტიკის, რეგულაციისა და სახელმძღვანელო მითითების სრულ გადახედვას, რათა უზრუნველყოს, რომ ამ მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩასულმა იმიგრანტებმა არ გამოიყენონ სოციალური დახმარება შეერთებულ შტატებში ან არ გადავიდნენ სახელმწიფო კმაყოფაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
ხშირად დასმული კითხვები
რა ბედი ეწევა საიმიგრაციო ვიზაზე უკვე დანიშნულ გასაუბრებას?
საიმიგრაციო ვიზის აპლიკანტებს, რომლებიც არიან სიაში არსებული ქვეყნების მოქალაქეები, შეუძლიათ წარადგინონ სავიზო განაცხადები და დაესწრონ გასაუბრებებს, ხოლო დეპარტამენტი გააგრძელებს აპლიკანტებისთვის ვიზიტების დანიშვნას, მაგრამ ამ პაუზის განმავლობაში მოქალაქეებზე საიმიგრაციო ვიზები არ გაიცემა.
არის თუ არა რაიმე გამონაკლისი?
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებიც განაცხადს აკეთებენ ისეთი ქვეყნის მოქმედი პასპორტით, რომელიც არ არის სიაში ჩამოთვლილი.
ახდენს თუ არა ეს გავლენას ჩემს ამჟამად მოქმედ ვიზაზე?
ამ მითითების ფარგლებში არცერთი საიმიგრაციო ვიზა არ გაუქმებულა.
ვრცელდება თუ არა ეს ტურისტულ ვიზებზე?
არა, ეს შეჩერება კონკრეტულად საიმიგრაციო ვიზის აპლიკანტებს ეხება. ტურისტული ვიზები არასაიმიგრაციო ვიზებია.
შეერთებული შტატები საიმიგრაციო ვიზებს ოჯახური კავშირების, დასაქმების, შვილად აყვანის, სპეციალური საიმიგრაციო კატეგორიებისა და მრავალფეროვნების ვიზის საფუძველზე გასცემს.
სახდეპის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, საიმიგრაციო ვიზის კატეგორიებია:
|
ვიზის კატეგორია |
|
| უახლოესი ნათესავები და ოჯახის მიერ დასპონსორებული: | |
|
აშშ-ის მოქალაქის მეუღლე |
|
|
აშშ-ის მოქალაქის მეუღლე, რომელიც ელოდება I-130 საიმიგრაციო პეტიციის დამტკიცებას |
|
|
საცოლე/საქმრო, რომელიც ქორწინდება აშშ-ის მოქალაქეზე და იცხოვრებს აშშ-ში |
|
|
ობოლი ბავშვების ქვეყანათაშორისი შვილად აყვანა აშშ-ის მოქალაქეების მიერ |
|
|
აშშ-ის მოქალაქეების გარკვეული ოჯახის წევრები |
|
|
კანონიერი მუდმივი რეზიდენტების გარკვეული ოჯახის წევრები |
|
|
დამსაქმებლის მიერ დასპონსორებული – დასაქმება |
|
|
დასაქმებაზე დაფუძნებული იმიგრანტები, მათ შორის (პრიორიტეტული ჯგუფები): • პრიორიტეტული მუშაკები [პირველი] • უმაღლესი ხარისხის მქონე პროფესიონალები და განსაკუთრებული უნარების მქონე პირები [მეორე] • პროფესიონალები და სხვა მუშაკები [მესამე] • დასაქმების ადგილების შექმნა/ინვესტორები [მეხუთე] • გარკვეული სპეციალური იმიგრანტები: [მეოთხე] |
|
|
რელიგიური მუშაკები |
|
|
ერაყელი და ავღანელი მთარგმნელები/თარჯიმნები |
|
|
ერაყელები, რომლებიც მუშაობდნენ აშშ-ის მთავრობისთვის/მთავრობის სახელით |
|
|
ავღანელები, რომლებიც მუშაობდნენ აშშ-ის მთავრობისთვის/მთავრობის სახელით |
|
|
სხვა იმიგრანტები |
|
|
მრავალფეროვნების საიმიგრაციო ვიზა (ე.წ. მწვანე ბარათის გათამაშება) |
|
|
უკან დაბრუნებული რეზიდენტი |
2026 წლის 21 იანვრიდან, სახელმწიფო დეპარტამენტი აჩერებს ვიზების გაცემას საიმიგრაციო ვიზის იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც არიან შემდეგი ქვეყნების მოქალაქეები:
ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, ბირმა, კამბოჯა, კამერუნი, კაბო-ვერდე, კოლუმბია, კოტ-დ’ივუარი, კუბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკა, ეგვიპტე, ერითრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, ჩრდილოეთ მაკედონია, პაკისტანი, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.




























