მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინფლაცია კვლავ ვენესუელაშია, აპრილში ქვეყანაში ფასების დონე წლიურად 436%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზეა 269%-იანი ინფლაციით ლიბანი, რომელშიც ვენესუელას მსგავსად ასევე წლებია ჰიპერინფლაციაა, მესამე პოზიციას კი სამოქალაქო ომში მყოფი სირია იკავებს 139%-ით. ინფლაციის მხრივ სერიოზული პრობლემებია ასევე არგენტინასა და თურქეთშიც.