მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეები

მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარია მთავრობა

საქართველოს საჯარო სამსახური 300 ათასამდე ადამიანს ასაქმებს, მათ ხელფასებზე წლიურად რამდენიმე მილიარდი ლარი გაიცემა, მათ შორის სამინისტროებში 2.5 მილიარდი ლარი, შტატგარეშე მოხელეებზე ნახევარი მილიარდი ლარი, საჯარო სკოლებში 700 მილიონ ლარამდე, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობებში ასევე რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ანაზღაურებები. მთლიანობაში საჯარო სექტორის ხელფასები 3.5-4 მილიარდი ლარის ფარგლებშია.

საჯარო სექტორში მოხელეთა ხელფასები ხშირ შემთხვევაში არალოგიკურად არის განაწილებული და სუბორდინაციას არ ექვემდებარება. მაგალითად, პრემიერ-მინისტრის წლიური ხელფასი 45 ათასი ლარია, მინისტრის 75 ათასი ლარი, ხოლო მინისტრის ზოგიერთი მოადგილე 130 ათასი ლარის ხელფასსაც იღებს. ამ არალოგიკური გადანაწილების შეცვლას ისახავს მიზნად ახალი კანონი, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება და პრემიერის, მინისტრების და მათი მოადგილეების ხელფასებს სპეციალურ კოეფიციენტებზე დაყრდნობით გადაანაწილებს. მაგალითად, პრემიერის ხელფასი 168 ათას ლარამდე გაიზრდება, პრეზიდენტის ხელფასი 87 ათასი ლარიდან 168 ათას ლარამდე მოიმატებს, მინისტრის ხელფასი 75 ათასიდან 136 ათას ლარამდე, მინისტრის მოადგილის ხელფასი კი 116 ათასი ლარით განისაზღვრება.

უფრო მაღალია ანაზღაურებები დამოუკიდებელ მარეგულირებელ სტრუქტურებში. მაგალითად, სებ-ის პრეზიდენტის წლიური ანაზღაურება 244 ათასი ლარია, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის 202 ათასი ლარია, ხოლო სემეკის თავმჯდომარის კი 191 ათასი ლარი.

თუმცა, ეს პირები საჯარო სექტორში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოხელეები არ არიან. ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, მათზე გაცილებით უფრო მაღალი ხელფასები უცხოეთში საქართველოს ელჩებს აქვთ და ის არაერთი დიპლომატის შემთხვევაში წლიურ 200,000 ლარს აჭარბებს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში 300,000 ლარსაც. დეკლარაციების თანახმად, დიპლომატები ანაზღაურებებს დოლარსა და ევროში იღებენ.

საქართველოს ელჩების ანაზღაურებები ქონებრივი დეკლარაციების თანახმად:

პოსტი დიპლომატის სახელი ხელფასი ხელფასი ლარში
იაპონიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ლეჟავა $141,300 382,697
კანადაში საქართველოს ელჩი და სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე $117,526 318,307
დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი ნათელა მენაბდე €100,098 292,794
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი იოსებ ჩახვაშვილი $95,616 258,966
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე $88,704 240,246
მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ზაზა გაბუნია $88,000 238,339
უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ზურაბ აბდუშელიშვილი $84,752 229,542
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი დავით სოლომონია €77,532 226,787
საქართველოს ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკი $82,528 223,519
ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ლალიაშვილი $78,000 211,255
ირლანდიაში საქართველოს ელჩი გიორგი ზურაბაშვილი €71,392 208,827
ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი €70,083 204,998
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი $70,596 191,202
ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ ყარაულაშვილი €63,156 184,736
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძე €62,375 182,451




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები