მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველაზე მაღალი 15%-იანი ამონაგები საპენსიო ფონდის დინამიკურ პორტფელს აქვს

ფული

საქართველოს საპენსიო ფონდი 2025 წლის დეკემბრის საინვესტიციო შედეგების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. სულ ფონდის მოცულობა 8.2 მილიარდ ლარს აღწევს, რაც 1.5 მილიონი მოქალაქის საპენსიო დანაზოგია.

ამ დანაზოგებიდან 8.1 მილიარდი ლარი განთავსებულია კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელში, რომელიც წლიურად 11.8%-ით გაიზარდა. ხოლო ყველაზე მაღალი ამონაგები დინამიკურ საპენსიო პორტფელს აქვს, რომელიც წლიურად 15.2%-ით გაიზარდა. ამ პორტფელის უდიდესი ნაწილი საერთაშორისო აქციებში არის დაბანდებული. კონსერვატიული პორტფელის უდიდესი ნაწილი კი ლარში - ქართული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში არის დაბანდებული.

"დეკემბერში საპენსიო ფონდის პორტფელებმა პოზიტიური შედეგები აჩვენეს, რასაც ხელი შეუწყო როგორც საერთაშორისო აქციების ბაზარზე არსებულმა დადებითმა დინამიკამ, ისე ადგილობრივი აქტივების სტაბილურად მაღალმა შემოსავლიანობამ.

დეკემბერში სამივე პორტფელმა თითქმის თანაბარი, 0.9%-ზე მაღალი შედეგი აჩვენა.

2025 წელი საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა. პორტფელებს შორის დინამიკური პორტფელი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ზრდით გამოირჩეოდა, თუმცა დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების შემოსავლიანობაც საკმაოდ მაღალი იყო:

  • დინამიკური – 15.2%
  • დაბალანსებული – 13.3%
  • კონსერვატიული – 11.8%

ამასთან, დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო) გაწლიურებული შემოსავლის მიხედვითაც ლიდერობს და მისი შემოსავლიანობა 14.2%-ს უტოლდება, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 13.1% და 11.8%-ს შეადგენს.

დეკემბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებული შემოსავლიანობა 2.2 მილიარდ ლარს აღემატება", - ნათქვამია საპენსიო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები