მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მაღალშემოსავლიანი ავიამარშრუტები

ავიაცია

წინასწარი პროგნოზით, 2024 წელს საჰაერო გზით 4.7 მილიარდი ადამიანი იმოგზაურებს, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 200 მილიონით აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს გლობალურად ავიაკომპანიებს ჯამური შემოსავალი 896 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ბაზრის მოთამაშეები ამ დრომდე მცირე მარჟით ოპერირებენ. 2023 წელს მათ თითო მგზავრზე საშუალოდ 5.44 დოლარის მოგება მიიღეს. ეს ინდუსტრია დღეს არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის არის მაღალი საპროცენტო განაკვეთები, მიწოდების ჯაჭვის შეფერხება და ინფრასტრუქტურის მაღალი ხარჯები.

OAG-ის მონაცემებით, 2023 წლის 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საჰაერო რეისებს შორის 6 შიდა ფრენებზე მოდის, მათ შორის ლიდერი, 1.21 მილიარდი დოლარის შემოსავლით სიდნეი-მელბურნის რეისია. უფრო მეტსაც გეტყვით, დღეს ეს მარშრუტი პანდემიამდელ დონესთან შედარებით ორჯერ მეტ თანხას გამოიმუშავებს, მიუხედავად იმისა, რომ მგზავრების რაოდენობა ცალსახად შემცირებულია.

ამ მარშრუტზე ძირითადად Qantas-ისა და Virgin Australia-ს ავიახაზები დომინირებენ. 2023 ფისკალურ წელს Qantas-ის მოგებიანობის მაჩვენებელი 18%-ით გაუმჯობესდა. შემოსავლების ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი კი, საწვავის დაბალი ხარჯები და ავიაბილეთების ფასების ზრდა იყო. სიდნეი-მელბურნის მარშრუტთან ერთად, Qantas და Virgin Australia მელბურნსა და პერტს შორის ფრენების თვალსაზრისითაც დომინირებენ და მათი შემოსავლის საკმაოდ დიდი წილიც სწორედ ამ მარშრუტიდან გენერირდება.

ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და ამავე დროს ყველაზე მოგებიანი საჰაერო მარშრუტი ნიუ-იორკი-ლონდონის მიმართულებაა, რომელმაც გასული ფისკალური წელი 1.15 მილიარდი დოლარის შემოსავლით დახურა, რაც 2019 წელთან შედარებით 37%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გასულ წელს შემოსავლების ყველაზე მაღალი, 416%-იანი ზრდა დუბაიდან რიადის მიმართულებით განხორციელებულ ფრენებზე დაფიქსირდა და 990 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს 2-საათიანი საჰაერო რეისი, ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი და ამავე დროს დატვირთული მარშრუტია ახლო აღმოსავლეთში, გამომდინარე იქიდან, რომ ის ერთმანეთთან მსოფლიო ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ცენტრებს აკავშირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები