მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მდიდარი ქართველი მიხეილ ლომთაძეა $6 მლრდ-ით; მეორეზე ივანიშვილი $2.7 მლრდ-ით - Forbes

ბიძინა ივანიშვილი მიხეილ ლომთაძე

Forbes-მა 2026 წლის მილიარდერების რეიტინგი განაახლა. გამოცემის შეფასებით, ყველაზე მდიდარი ქართველი კვლავ ყაზახური ბანკის და სუპერ აპის Kaspi-ის CEO და აქციონერი მიხეილ ლომთაძეა, რომლის ქონებაც გამოცემის მიერ $6 მილიარდად არის შეფასებული. ლომთაძის ქონება ბოლო ერთ წელში 100 მილიონი დოლარით გაიზარდა.

ბიძინა ივანიშვილი კი რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებს $2.7 მილიარდით, ამასთან Forbes-ის თანახმად, ივანიშვილის ქონება ბოლო ერთ წელში არ შეცვლილა.

ამ მაჩვენებლებით, ლომთაძე მსოფლიოს 680-ე უმდიდრესი ადამიანია, ივანიშვილი კი 1543-ე პოზიციას იკავებს.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქონება Forbes-ის თანახმად, 2024 წლის ჩათვლით 4.9 მილიარდი დოლარის ფარგლებში იყო, თუმცა 2025 წელს, გამოცემამ ივანიშვილის აქტივებს გადახედა, რის მიზეზადაც მილიარდერის ქონების გამჭვირვალობის კლება და დაწესებული სანქციები იყო მითითებული.

ამასთან, Forbes-ი 2025 წლიდან ივანიშვილის ქონებას აფასებს არა ინდივიდუალურ ჭრილში - არამედ უთითებს, რომ ამ შეფასებაში მისი ოჯახის წევრების ქონებაც შედის, რადგან რთულია ერთმანეთისგან გამიჯვნა, თუ რა ეკუთვნის უშუალოდ ივანიშვილს და რა მისი ოჯახის წევრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები