მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მეტად გამდიდრებული რუსი მილიარდერები - Forbes-ის რეიტინგი

62629b4b3ef75
ვიქტორია მღებრიშვილი
22.04.22 17:40
1380
რუსი ბიზნესმენები, რომლებიც თავის ბიზნესს საზღვარგარეთ ავითარებენ, რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული „სამხედრო ოპერაციის“ შემდეგ ქვეყნის შიგნით მყოფ ბიზნესმენებთან შედარებით ნაკლებად დაზარალდნენ. Forbes-ის რუსული რედაქცია იმ მილიარდერების სიას აქვეყნებს, რომელთა ქონებაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა.

გამოცემის ცნობით, საზღვარგარეთ მოქმედი ბიზნესმენებიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გამდიდრებული მილიარდერების ათეულში პირველ ადგილს ფინტექპროექტ Revolut-ის დამფუძნებელი ნიკოლაი სტორონსკი იკავებს, რომელიც წლებია ლონდონში ცხოვრობს.

1. ნიკოლაი სტორონსკი
წლიური ცვლილება: $5.9 მლრდ
ქონება 2022 წლისთვის: $7.1 მლრდ
ქონება 2021 წლისთვის: $1.2 მლრდ.

ფინტექკომპანია Revolut-მა 2021 წლის ივლისში საინვესტიციო ეტაპზე 800 მლნ დოლარი მიიზიდა. ინვესტორებმა კომპანია 33 მლრდ დოლარად შეაფასეს, რამაც სტარტაპი დიდი ბრიტანეთის ყველაზე ძვირადღირებულ სტარტაპად აქცია. სწორედ ამის მეშვეობით გაიზარდა ბიზნესმენის ქონებაც.

2. იური მილნერი
წლიური ცვლილება: $2.5 მლრდ
ქონება 2022 წლისთვის: $7.3 მლრდ
ქონება 2021 წლისთვის: $4.8 მლრდ
თანამდებობა: ფონდების ჯგუფის დამფუძნებელი DST Global.

კომპანიამ ინვესტიციები სხვადასხვა საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიაში მათ შორის Facebook-ში, Twitter-ში, Alibaba Group-ში, Spotify-ში, Airbnb -ში და Robinhood-ში განახორციელა.

3. ლეონიდ ბოგუსლავსკი
წლიური ცვლილება: $1.1 მლრდ
ქონება 2022 წლისთვის: $4.7 მლრდ
ქონება 2021 წლისთვის: $3.6 მლრდ
თანამდებობა: კერძო ინვესტორი.

ბიზნესმენს RTP Global / RTP Ventures და სხვა ფონდები ეკუთვნის. Family Office საჯარო კომპანიების ობლიგაციებისა და აქციების მფლობელია. 6 კომპანია, რომელშიც მან ინვესტირება განახორციელა მრავალმილიარდიან კომპანიებად იქცა - Yandex, Ring Central, Epam, Delivery Hero, DataDog და Ozon.

4. ფარხად ახმედოვი
წლიური ცვლილება: $0.3 მლრდ
ქონება 2022 წლისთვის: $1.7 მლრდ
ქონება 2021 წლისთვის: $1.4 მლრდ
თანამდებობა: კერძო ინვესტორი.

2021 წლის ივლისში მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვით, მილიარდერმა ყოფილ ცოლს 150 მლნ ფუნტი გადაუხადა. ამასთან, 2022 წლის 8 აპრილს ევროკავშირმა, ხოლო 13 აპრილიდან დიდმა ბრიტანეთმა ფარხად ახმედოვის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა.

5. სერგეი დიმიტრიევი
წლიური ცვლილება: $0.3 მლრდ
ქონება 2022 წლისთვის: $4.1 მლრდ
ქონება 2021 წლისთვის: $3.8 მლრდ
თანამდებობა: JetBrains თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი.

მარტში კომპანიამ რუსეთსა და ბელარუსში გაყიდვები, კვლევები და განვითარება შეაჩერა. JetBrains-ში აცხადებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება კომპანიამ თავისი არსებობის პირობებში ყველაზე რთულად მიიღო.

6. ალექსანდრე სვეტაკოვი
წლიური ცვლილება: $0.2 მლრდ
ქონება 2022 წლისთვის: $2.2 მლრდ
ქონება 2021 წლისთვის: $2 მლრდ
თანამდებობა: საინვესტიციო ჯგუფ „აბსოლუტის“ ერთ-ერთი მფლობელი.

2020 წელს მეწარმემ რამდენიმე კომპანიაში წილები გაყიდა და კომერციული უძრავი ქონების პორტფელი შეამცირა. ის ძირითად ბიზნესზე - მშენებლობასა და საცხოვრებელი სახლების გაყიდვებზე ფოკუსირდა.

7. ვალენტინ კიპიატკოვი
წლიური ცვლილება: $0.2 მლრდ
ქონება 2022 წლისთვის: $2.9 მლრდ
ქონება 2021 წლისთვის: $2.7 მლრდ
თანამდებობა: JetBrains თანადამფუძნებელი.

8. იგორ ბუხმანი
წლიური ცვლილება: $0.2 მლრდ
ქონება 2022 წლისთვის: $8.1 მლრდ
ქონება 2021 წლისთვის: $7.9 მლრდ
თანამდებობა: Playrix თანადამფუძნებელი.

ძმებმა ბუხმანებმა უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას ტრაგედია უწოდეს და თავისი თანამშრომლების მხარდაჭერის ზომები აამოქემდეს. დასაქმებულთა უმრავლესობა რუსები და უკრაინელები არიან.

9. დიმიტრი ბუხმანი
წლიური ცვლილება: $0.2 მლრდ
ქონება 2022 წლისთვის: $8.1 მლრდ
ქონება 2021 წლისთვის: $7.9 მლრდ
თანამდებობა: Playrix მობილური თამაშების შემქმნელი.

2019 წელს Playrix დსთ-ის ქვეყნებში თამაშების უმსხვილეს კომპანიად იქცა, ხოლო 1 წლის შემდეგ მსოფლიოში მობილური თამაშების შემქმნელი კომპანიების სამეულში შევიდა.

10. ანდრეი ანდრეევი
წლიური ცვლილება: $0.1 მლრდ
ქონება 2022 წლისთვის: $2 მლრდ
ქონება 2021 წლისთვის: $1.9 მლრდ
თანამდებობა: Stereo-ს დამფუძნებელი და კერძო ინვესტორი.

2020 წლის აგვისტოში ანდრეი ანდრეევმა აშშ-ში აუდიოფირების მომსახურება Stereo აამოქმედა. სტერეოს პირველი მომხმარებელი ლოს-ანჯელესიდან ჰყავდა. ბიზნესმენის სიტყვებით, ის ერთადერთი ინვესტორია Stereo-ში და MagicLab-დან მიღებული ფინანსური რესურსი ($2.25 მლრდ) მას პროექტის დაფინანსებისთვის ეყოფა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები