სპეციალურ გვერდზე stopcov.ge განახლებული სტატისტიკური მაჩვენებლებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 862 შემთხვევა, აჭარაში - 202, იმერეთში - 1 151, ქვემო ქართლში - 353, შიდა ქართლში - 389, გურიაშუ - 140, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 412, კახეთში - 912, მცხეთა-მთიანეთში - 139, სამცხე-ჯავახეთში - 119, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 60.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 44 043.
ბოლო 24 საათში ვირუსმა საქართველოში 36 ადამიანი იმსხვერპლა.




























