მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე ნაკლებად/მეტად კორუმპირებული ქვეყნები - სად არის საქართველო?

კორუფცია

საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" (Transparency International) მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული კორუფციის აღქმნის ინდექსი (CPI) გლობალურ დონეზე საჯარო სექტორში არსებული კორუფციის შეფასების ყველაზე ავტორიტეტულ ინდიკატორს წარმოადგენს.

ინდექსი მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიას 0-იდან (ძალიან კორუმპირებული) 100-მდე (ძალიან სუფთა) შკალით აფასებს, ეყრდნობა რა დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ბიზნესსექტორის გამოკითხვებს.

ინდექსის ბოლო პოზიციებზე მყოფი სახელმწიფოები აჩვენებენ, თუ რა სავალალო შედეგებამდე მიჰყავს ქვეყანა ინსტიტუციურ ჩამოშლას. რეიტინგის ბოლოში მოხვედრილი ქვეყნების უმეტესობა წლებია ებრძვის შეიარაღებულ კონფლიქტებს, ავტორიტარულ ან ტოტალიტარულ მმართველობას, პოლიტიკურ არასტაბილურობასა და კანონის უზენაესობის სრულ არარსებობას.

ამ რეგიონებში კორუფცია არა უბრალოდ ცალკეული მოხელეების დანაშაული, არამედ მმართველობის სისტემური ფორმაა ("სახელმწიფოს მიტაცება"), სადაც საჯარო რესურსები ვიწრო ელიტების ინტერესებს ემსახურება. ეს იწვევს ეკონომიკის კოლაფსს, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებსა და სიღარიბის უკიდურეს დონეს.

10 ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა, კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით - 2025

10. ჩრდილოეთ კორეა - 15 ქულა

9. სირია - 15 ქულა

8. ნიკარაგუა - 14 ქულა

7. სუდანი - 14 ქულა

6. ერიტრეა - 13 ქულა

5. ლიბია - 13 ქულა

4. იემენი - 13 ქულა

3. ვენესუელა - 10 ქულა

2. სომალია - 9 ქულა

1. სამხრეთ სუდანი - 9 ქულა

ამის საპირისპიროდ, ინდექსის სათავეში მოხვედრილი ქვეყნები გლობალურ მაგალითს წარმოადგენენ იმისა, თუ როგორ უზრუნველყოფს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები კორუფციის მინიმალურ დონეს. ამ რეიტინგის ლიდერებს რამდენიმე საერთო მახასიათებელი აქვთ: კანონის უზენაესობის მაღალი ხარისხი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი მედია, ხელისუფლების შტოებს შორის ეფექტიანი ბალანსი და საჯარო მმართველობის სრული გამჭვირვალობა.

ეს ქვეყნები ამტკიცებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი იარაღი არა მხოლოდ მკაცრი კანონმდებლობა, არამედ მყარი ინსტიტუციური კულტურა და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაა. წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, სადაც საზოგადოებრივი ნდობა სახელმწიფოს მიმართ ყველაზე მაღალია და სადაც კორუფციის რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი:

10 ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა, კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით - 2025

10. გერმანია - 77 ქულა

9. ნიდერლანდები - 78 ქულა

8. ლუქსემბურგი - 78 ქულა

7. შვეიცარია - 80 ქულა

6. შვედეთი - 80 ქულა

5. ნორვეგია - 81 ქულა

4. ახალი ზელანდია - 81 ქულა

3. სინგაპური - 84 ქულა

2. ფინეთი - 88 ქულა

1. დანია - 89 ქულა

სად არის საქართველო?

2025 წლის კორუფციის აღქმნის ინდექსში საქართველოს შედეგი მკვეთრად გაუარესდა: ქვეყანამ 100-დან 50 ქულა დააგროვა, 182 ქვეყანას შორის 56-ე ადგილი დაიკავა და წინა წელთან შედარებით 3 პოზიციით ჩამოქვეითდა. ისტორიული დინამიკა აჩვენებს, რომ 2018 წლის პიკური მაჩვენებლის (58 ქულა) შემდეგ ქვეყანაში ჯერ სტაგნაცია, ხოლო ბოლო სამ წელში მკვეთრი დაღმავალი ტენდენცია დაფიქსირდა, რის შედეგადაც საქართველო ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს დაუბრუნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები