მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მონღოლეთის პრეზიდენტი კორუფციული ბრალდებების გამო გადადგა

მონღოლეთის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარკინიგზო პროექტიდან სარგებლის მიღებაში დადანაშაულების ფონზე მონღოლეთის პრეზიდენტმა ხურელსუხ უხნაამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

პრესკონფერენციაზე ხურელსუხმა ცრუ ბრალდებებზე, ცილისწამებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამდებობას სწორედ საკუთარი სახელის აღსადგენად ტოვებს. პრეზიდენტმა გამოძიებასთან თანამშრომლობის პირობაც დადო.

არსებული ინფორმაციით, მისი გადადგომა ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის პარლამენტი, დიდი სახელმწიფო ხურალი დაამტკიცებს.

რაც შეეხება თავად ბრალდებებს, ქვეყნის დედაქალაქის, ულან-ბატორის ყოფილმა მერმა ნიამბაატარ ხიშგემ შაბათს ხურელსუხი ტავანტოლგოი-გაშუუნსუხაიტის სარკინიგზო პროექტთან დაკავშირებით $25 მილიონის (დაახლოებით €23 მილიონი) მიღებაში დაადანაშაულა. ეს რკინიგზა ტავანტოლგოის ქვანახშირის საბადოს ჩინეთის საზღვარზე მდებარე მონღოლურ პორტ გაშუუნსუხაიტთან აკავშირებს და ჩინეთში ქვანახშირის ექსპორტის მთავარი კვანძია.

ბრალდებების თანახმად, პრეზიდენტმა ქრთამი კონგლომერატ Bodi International-ისგან მიიღო, რომელმაც რკინიგზის მშენებლობის კონტრაქტი ტენდერის გარეშე მოიპოვა. თავად Bodi International-მა კონტრაქტის მოსაპოვებლად ნაღდი ფულით ქრთამის გადახდა უარყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები