მუსიკალურ პლატფორმებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილს YouTube Music-ი იკავებს. მას დაახლოებით 900 მლნ მსმენელი ჰყავს. თუმცა არიან სხვა არანაკლებ პოპულარული მუსიკალური პლატფორმებიც, რომელთა ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. YouTube Music
მუსიკალური სტრიმინგ პლატფორმების რეიტინგში პირველ ადგილს YouTube Music-ი იკავებს, რომელსაც დაახლოებით 900 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. ამერიკული Google-ის მიერ შექმნილი პლატფორმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობით გამოირჩევა, თუმცა კონკურენტებთან შედარებით მას ერთი დიდი უპირატესობა აქვს და ეს პლატფორმაზე ვიდეოკლიპების არსებობას უკავშირდება, რაც YouTube-ის მთავარი არსია.
2. Tencent Music
რეიტინგში მეორე ადგილს ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Tencent-ის მუსიკალური პლატფორმა იკავებს, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი იყენებს. მართალია, Tencent Music-ის მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ აზიის რეგიონიდანაა, თუმცა პლატფორმას მაინც 670 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
3. Spotify
მესამე ადგილზე ყველაზე სწრაფად მზარდი მუსიკალური პლატფორმა Spotify-ია, რომელსაც 640 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 250 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებიც Spotify-ის პრემიუმ სერვისით სარგებლობენ. კონკურენტებისგან განსხვავებით, Spotify-ის მაღალი ხარისხის აუდიოფაილები და ალგორითმი გამოარჩევს, რომელიც მომხმარებელზე მორგებული კატალოგის გენერირებას ახერხებს.
4. SoundCloud
რეიტინგში მეოთხე ადგილზე SoundCloud-ია, რომელსაც 140 მილიონ მომხმარებელი ჰყავს. აღნიშნულ პლატფორმას ის ფაქტი გამოარჩევს, რომ SoundCloud-ზე თავს იყრიან დამწყები არტისტები, რომელთაც თავიანთი შემოქმედების საზოგადოებისთვის გაზიარება სურთ. საერთო ჯამში, SoundCloud-ზე 40 მილიონი არტისტია რეგისტრირებული, მუსიკალური კატალოგის უდიდესი ნაწილი კი უფასოდაა ხელმისაწვდომი, რაც SoundCloud-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
5. Apple Music
მეხუთე ადგილი ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Apple-ს უკავია, რომლის მუსიკალურ პლატფორმას ამჟამად 60 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. კონკურენტებისგან განსხვავებით, Apple Music-ით მხოლოდ Apple-ის მიერ წარმოებული მოწყობილობების მომხმარებლები სარგებლობენ, რაც პლატფორმას დიდ მასშტაბებზე გასვლის საშუალებას არ აძლევს, თუმცა Apple Music-ს აუდიოფაილების მაღალი ხარისხი და მრავალფეროვანი კატალოგი გამოარჩევს.